თავში

საქართველო გაზის 91.2%-ს აზერბაიჯანიდან მიიღებს

საქართველო გაზის 91.2%-ს აზერბაიჯანიდან მიიღებს
საქართველო გაზის 91.2%-ს აზერბაიჯანიდან მიიღებს

2020 წლის დამტკიცებულ გაზის ბალანსში ცვლილებაა.

განახლებული დოკუმენტის მიხედვით, საქართველოში გაზის მოწოდების საპროგნოზო მოცულობა 2.562 მილიარდი კუბური მეტრია. აქედან, 2.338 მილიარდ კუბურ მეტრს, ანუ მთლიანი მოცულობის 91.2 პროცენტს, საქართველო აზერბაიჯანიდან მიიღებს.

„სოკარის“ 1.453 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს მიაწვდის, ხოლო შაჰ-დენიზის საბადოდან ქვეყანა 884.298 მილიონ კუბურ მეტრს გაზს მიმიღებს.

200 მილიონი კუბური მეტრი აირის მიღებაა გათვალისწინებული რუსეთიდან (7.8 პროცენტი).

რაც შეეხება გაზის ადგილობრივ წარმოებას, ადგილობრივი მოპოვების საპროგნოზო მოცულობა 11.223 მილიონი კუბური მეტრით (0.4 პროცენტი) განისაზღვრა.

ცნობისთვის, 2020 წელს ე.წ. სოციალური გაზის საპროგნოზო მოცულობა 1.679 მილიარდი კუბური მეტრია, მათ შორის მოსახლეობის მოხმარება 1.088 მილიარდ კუბურ მეტრს, თბოელექტროსადგურების კი 590.703 მილიონ კუბურ მეტრს შეადგენს. კომერციული სექტორის საპროგნოზო მოხმარება 853.036 მილიონ კუბურ მეტრს შეადგენს.

ეკონომიკის სამინისტრო 2020 წელს 30.200 მილიონი კუბური მეტრი გაზის დანაკარგს ვარაუდობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system