თავში

საქართველო მდინარეთა აუზის მართვის ევროპულ სისტემას ნერგავს

საქართველო მდინარეთა აუზის მართვის ევროპულ სისტემას ნერგავს
საქართველო მდინარეთა აუზის მართვის ევროპულ სისტემას ნერგავს

საქართველოში მდინარეთა აუზის მართვის ევროპული სისტემა დაინერგება. პროგრამის „ევროკავშირის წყლის ინიციატივა, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის" (EUWI+ 4 EaP) ფარგლებში ალაზანი-იორის მდინარეთა აუზის მართვის გეგმის საჯარო განხილვა გაიმართა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი ამბობს, რომ სამინისტრო აქტიურად მუშაობს ქვეყანაში წყლის რესურსების რეფორმის განხორციელების მიმართულებით.

"ალაზანი-იორის მდინარის სააუზო მართვის გეგმის განხილვაში, ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, აქტიურ მონაწილეობას იღებენ ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები, რათა მოხდეს წყალსარგებლობის კუთხით არსებული პრობლემების იდენტიფიცირება და იმ რეკომენდაციების შემუშავება, რომელთა გათვალისწინებაც გააუმჯობესებს წყლის რესურსებზე როგორც ადგილობრივი მოსახლეობის, ისე სხვადასხვა სექტორის წვდომას", - განაცხადა თანდილაშვილმა.

საჯარო განხილვას წინანდალში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი შესაბამისი უწყებების, კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის (REC Caucasus) წარმომადგენლები, საერთაშორისო ექსპერტები და ადგილობრივი დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system