თავში

საქართველო რუსეთისგან 200 მილიონ კუბურ მეტრ გაზს შეიძენს

საქართველო რუსეთისგან 200 მილიონ კუბურ მეტრ გაზს შეიძენს
საქართველო რუსეთისგან 200 მილიონ კუბურ მეტრ გაზს შეიძენს

ეკონომიკის სამინისტროს მიერ დამტკიცებული ბუნებრივი აირის ბალანსიდან ირკვევა, რომ 2021 წლის განმავლობაში საქართველო 200 მილიონ კუბურ მეტრ რუსულ ბუნებრივ აირს შეიძენს. რუსული გაზის ეს მოცულობა. რუსულ გაზს საქართველო რუსეთის სახელმწიფო ენერგოკორპორაცია "გაზპრომ ექსპორტიდან" შეიძენს. რუსული გაზის წილი ქვეყნის გაზმომარაგების 7.32%-ს შეადგენს.

გაზის მოთხოვნის 92%-ს საქართველო აზერბაიჯანისგან შეძენილი გაზით დაიკმაყოფილებს. წელს საქართველო 2.52 მილიარდ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს მიიღებს. შესაბამისად, აზერბაიჯანული გაზის წილი მთლიანი მოხმარების 92.3% იქნება.

აზერბაიჯანული ბუნებრივი აირი ორ წყაროდ იყოფა, ესენია:


1) გაზი შაჰ-დენიზის კონსორციუმიდან - 1.014 მილიარდი კუბური მეტრი, ზრდა 125 მილიონი კუბური მეტრი;
2) გაზი “სოკარიდან” - 1.504 მილიარდი კუბური მეტრი, ზრდა 80 მილიონი კუბური მეტრი.


ეკონომიკის სამინისტროს პროგნოზის თანახმად, 2021 წელს საქართველოში ბუნებრივი აირის მოხმარება 186 მილიონი კუბური მეტრით უნდა გაიზარდოს და ის 2.73 მილიარდ მეტრ კუბს მიაღწევს.

ეკონომიკის სამინისტროს პროგნოზით წელს ბუნებრივი აირის ადგილობრივ მოპოვება 11 მილიონ კუბურ მეტრამდე იქნება, რაც საქართველოს გაზის მთლიანი მოხმარების მხოლოდ 0.4%-ს დააკმაყოფილებს.

2021 წლისთვის გაზის მოხმარების პროგნოზი ასეთია:

1) მოსახლეობა (სოციალური გაზი) - 1.129 მილიარდი კუბური მეტრი გაზი, ზრდა 41 მილიონი კუბური მეტრი;
2) თბოელექტროსადგურები (სოციალური გაზი) - 665 მილიონი კუბური მეტრი, ზრდა 79 მილიონი კუბური მეტრი;
3) კომერციული სექტორი - 900 მილიონი კუბური მეტრი, ზრდა 60 მილიონი კუბური მეტრი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system