თავში

"საქართველო საინვესტიციო რუკაზე ნათელ წერტილად უნდა დარჩეს"

"საქართველო საინვესტიციო რუკაზე ნათელ წერტილად უნდა დარჩეს"
საქართველო საინვესტიციო რუკაზე ნათელ წერტილად უნდა დარჩეს

როგორც პრემიერის მრჩეველმა განაცხადა, კონსულტანტები, რომლებიც ქვეყანას ეკონომიკური კრიზისის დაძლევაში ეხმარებიან, აღნიშნავენ, რომ საქართველო უნდა დარჩეს ნათელ წერტილად საინვესტიციო რუკაზე. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.

ლილუაშვილის განმარტებით, როცა გაურკვევლობის ხარისხი დაიკლებს ინვესტორები დაიწყებენ პოტენციური, მაღალი უკუგების საინვესტიციო არეალის ძებნას და საქართველომ მათ საუკეთესო პირობები უნდა შესთავაზოს საინვესტიციოდ.

„კონსულტანტების, რომლებიც გარკვეულ რეკომენდაციებს გვაძლევენ, მთავარი ქვაკუთხედი მათი რეკომენდაციების ნაწილში არის ის, რომ საქართველო უნდა დარჩეს ნათელ წერტილად საინვესტიციო რუკაზე, რადგან როცა გაურკვევლობის ხარისხი დაიკლებს ინვესტორები დაიწყებენ პოტენციური, მაღალი უკუგების საინვესტიციო არეალის ძებნას, რადგან შეუძლებელია, რომ ოქრო დიდი ხანი დარჩეს საინვესტიციო ინსტრუმენტად და აუცილებლად ქვეყანა უნდა დახვდეს ინვესტორს კონკრეტული შეთავაზებებით," - განაცხადა პრემიერის მრჩეველმა.

შეგახსენებთ, წელს კორონავირუსის პანდემიის გამო ქვეყნის წინაშე წამოჭრილი ახალი გამოწვევების საპასუხოდ მთავრობამ საინვესტიციო სტრატეგია განაახლა. ესაა უცხოური ინვესტიციების პროაქტიური მოზიდვისა და საქართველოში უცხოური წარმოებების რეალოკაციის სტრატეგია, რომლის ფარგლებში მთავრობა აქტიურ მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს 400-მდე კომპანიასთან, რომლებსაც საქართველოში ინვესტიციების განხორციელების შესაძლებლობებსა და იმ დადებით მხარეებს აცნობს, რომელსაც მათ ქვეყნის ეკონომიკა სთავაზობს.

სპეციალისტები იწონებენ ინვესტიციების მოზიდვისთვის სტრატეგიის განახლების გადაწყვეტილებას და აღნიშნავენ, რომ ვითარების გასაუმჯობესებლად მნიშვნელოვანია ბიზნესგარემოს შეცვლა და სახელმწიფო აქტივების გადაცემა კერძო სექტორისთვის, რითაც, მისი თქმით, საპროცენტო განაკვეთები უნდა შემცირდეს და ქვეყანაში იაფი ფულის რესურსი გაჩნდეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system