თავში

საქართველო - უნგრეთის ორმხრივი ვაჭრობა 4 პროცენტით გაიზარდა

საქართველო - უნგრეთის ორმხრივი ვაჭრობა 4 პროცენტით გაიზარდა
საქართველო - უნგრეთის ორმხრივი ვაჭრობა 4 პროცენტით გაიზარდა

„გლობალური პანდემიისა და ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად, ჩვენს ორ ქვეყანას გვაქვს ძალიან კარგი მომავალი იმისა, რომ გავზარდოთ არა მხოლოდ ვაჭრობა, არამედ საინვესტიციო შესაძლებლობებიც. შარშან ჩვენი საგარეო ვაჭრობის შემცირების მიუხედავად, საქართველოსა და უნგრეთს შორის ორმხრივი ვაჭრობა 4 პროცენტით გაიზარდა. მათ შორის, დადებითი დინამიკა დაფიქსირდა როგორც იმპორტის, ასევე ექსპორტის შემთხვევაში,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრ პიტერ სიიარტოსთან შეხვედრის შემდეგ. 

უნგრეთის დელეგაცია, რომელსაც პიტერ სიიარტო ხელმძღვანელობს, საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.

შეხვედრაზე მინისტრებმა ასევე განიხილეს ქვეყნებს შორის თანამშრომლობა ტრანსპორტისა და ტურიზმის სფეროებში. აღინიშნა, რომ უნგრეთის ავიაკომპანია „ვიზეარი“ საქართველოს ავიაბაზარზე არსებული უმსხვილესი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიაა. ნათია თურნავას განცხადებით, საქართველოსთან მიმართებაში „ვიზეარის“ გეგმები ცნობილია და ისინი რეგულარულ ფრენებს მალე აღადგენენ.

შეხვედრას ასევე დაესწრნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები გენადი არველაძე და გურამ გურამიშვილი, აგრეთვე საქართველოს ელჩი უნგრეთში ზაალ გოგსაძე და უნგრეთის ელჩი საქართველოში ვიქტორია ჰორვატი.  

ცნობისთვის, უნგრული კერძო კომპანიები საქართველოში ინფრასტრუქტურული პროექტებით ინტერესდებიან. ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ურთიერთობები სტაბილურია და საქართველო და უნგრეთი ვაჭრობისა და ინვესტიციების ზრდაზე მუშაობენ.

ვიზიტის ფარგლებში, პიტერ სიიარტო საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილსაც შეხვდება. პიტერ სიიარტოს საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და უნგრეთის ინოვაციისა და ტექნოლოგიის სამინისტროს შორის უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციის შესახებ ურთიერთგაგების მემორნდუმს მოეწერება ხელი. ქართველ სტუდენტებს უნგრეთი სასტიპენდიო პროგრამას სთავაზობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system