თავში

საქართველოდან ევროკავშირში ექსპორტი 25% -ით გაიზარდა

საქართველოდან ევროკავშირში ექსპორტი 25% -ით გაიზარდა
საქართველოდან ევროკავშირში ექსპორტი 25% -ით გაიზარდა

2019 წლის იანვარ-აგვისტოში, საქართველოდან ევროკავშირის ქვეყნებში განხორციელდა 571.1 მლნ. აშშ დოლარის ექსპორტი, რაც 25.3 პროცენტით მეტია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე და ქვეყნის მთლიანი ექსპორტის 23.7 პროცენტს შეადგენს. 

იმპორტის მოცულობამ 1 479.1 მლნ. აშშ დოლარს მიაღწია (11.6 პროცენტით ნაკლები) და მთლიანი იმპორტის 25.9 პროცენტი შეადგინა. 

სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან 2 050.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 3.7 პროცენტით ჩამორჩება. 

რაც შეეხება სავაჭრო დეფიციტს, 2019 წლის იანვარ-აგვისტოში მთლიან უარყოფით სავაჭრო ბალანსში მისი წილი 27.5 პროცენტით განისაზღვრა. 

2019 წლის იანვარ-აგვისტოში, საქართველოდან დსთ-ის ქვეყნებში ექსპორტირებულია 1 274.0 მლნ. აშშ დოლარის საქონელი, რაც 24.2 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს და ქვეყნის მთლიანი ექსპორტის 52.8 პროცენტს შეადგენს. 

იმპორტის მოცულობა 1 494.2 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა (14.7 პროცენტით ნაკლები), რაც მთლიანი იმპორტის 26.1 პროცენტია. 

სავაჭრო ბრუნვამ დსთ-ის ქვეყნებთან 2 768.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 0.3 პროცენტით ნაკლებია. 

რაც შეეხება სავაჭრო დეფიციტს, 2019 წლის იანვარ-აგვისტოში, მისი წილი მთლიან უარყოფით სავაჭრო ბალანსში 6.7 პროცენტი იყო. 

ინფორმაციას აქვეყნებს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system