თავში

საქართველომ აზერბაიჯანში თაფლის ექსპორტი განაახლა

საქართველომ აზერბაიჯანში თაფლის ექსპორტი განაახლა
საქართველომ აზერბაიჯანში თაფლის ექსპორტი განაახლა

10 წლის განმავლობაში საქართველოდან აზერბაიჯანში ნატურალური თაფლის ექსპორტი მხოლოდ 2012, 2018 და 2020 წლებში ფიქსირდება. ყველაზე დიდი რაოდენობით, 17.70 ტონა ქართული თაფლი აზერბაიჯანში გაიყიდა 2018 წელს, როცა ქვეყანამ ამით 40.55 ათასი დოლარის შემოსავალი მიიღო.

რაც შეეხება, თაფლის შარშანდელ ექსპორტს აზერბაიჯანში, პანდემიისას მეზობელ ქვეყანაში დაექსპორტებულია  მინიმალური ოდენობის ნატურალური თაფლი. ის რაოდენობრივად 0.20 ტონაა, ხოლო ფულად გამოსახულებაში 0. 84 ათას აშშ დოლარს უტოლდება.

2012 წელს საქარველოდან აზერბაიჯანში გაყიდულია 28.77 ათასი დოლარის 2.65 ტონა ნატურალური თაფლი.

შეგახსენებთ, პანდემიის მიუხედავად, საქართველომ ნატურალური თაფლის ექსპორტი 240%-ით გაზარდა.

პანდემიურ წელს ქართული თაფლი სულ 12 ქვეყანაში გაიყიდა, თუმცა ყველაზე მეტი გავიდა შემდეგ ბაზრებზე:

  • იტალია - 10 ტონა
  • აშშ - 4,89 ტონა
  • ბულგარეთი - 2,83 ტონა
  • კანადა - 1,81 ტონა
  • ყატარი - 123 ტონა
ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system