თავში

საქართველომ აზერბაიჯანში თაფლის პირველი პარტია დააექსპორტა

საქართველომ აზერბაიჯანში თაფლის პირველი პარტია დააექსპორტა
საქართველომ აზერბაიჯანში თაფლის პირველი პარტია დააექსპორტა

მიმდინარე წლის ზაფხულში, ივნისში, საქართველომ აზერბაიჯანს ბოლო 10 წლის განმავლობაში, ნატურალური თაფლის პირველი პარტია მიჰყიდა

ექსპორტი მოცულობითი არ არის, თუმცა, ექსპორტიორების თქმით, მეზობელი ქვეყნის ქართული თაფლით დაინტერესება კარგი სიგნალი და სტიმულია ქართველი მეფუტკრეებისთვის.

საქსტატის თანახმად, წელს საქართველოდან აზერბაიჯანში 0409 სასქონლო ნიშნის ქვეშ გაიყიდა 0.8 ათასი დოლარის ღირებულების 0.2 ტონა ნატურალური თაფლი. ექსპორტი საავტომობილო გზით განხორციელდა. 

"სამეზობლოში ექსპორტი ნებისმიერი მწარმოებლისთვის მომგებიანი და საინტერესოა, რადგან შორეულ ქვეყნებში სატრანსპორტო ხარჯიც მეტია და ექსპორტის მოცდის დროც. თუ მალფუჭებადია პროდუქტი დროის ფაქტორი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ამიტომ მეწარმე დაინტერესებულია უპიველესად სწორედ მეზობელი საექსპორტო ბაზრები აითვისოს. მეზობელი აზერბაიჯანის მხრიდან თუ გაიზრდება მოთხოვნა თაფლზე, ეს მხოლოდ მისასალმებელია და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მათ შევთავაზოთ ხარისხიანი ნატურალური პროდუქტი," - განუცხადა მეფუტკრეთა ასოციაციამ REPORT.GE-ს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system