თავში

საქართველოს 160 სამაცივრეში 76.8 ათასი ტონა პროდუქცია განთვსდა

საქართველოს 160 სამაცივრეში 76.8 ათასი ტონა პროდუქცია განთვსდა
საქართველოს 160 სამაცივრეში 76.8 ათასი ტონა პროდუქცია განთვსდა

საქსტატის დღეს განახლებული მონაცემებით, 2020 წლის III კვარტალში საქართველოში 160 ერთეული სამაცივრე მეურნეობა ფუნქციონირებდა, რომელთა უმრავლესობაც შიდა ქართლის (56.3 პროცენტი) რეგიონშია განთავსებული. მოქმედი სამაცივრე მეურნეობები ასევე განთავსებულია კახეთის (15.0 პროცენტი) რეგიონში, ქ. თბილისში (8.1 პროცენტი), აჭარის (6.3 პროცენტი), ქვემო ქართლის (5.0 პროცენტი), სამეგრელო-ზემო სვანეთის (3.8 პროცენტი), იმერეთის (3.1 პროცენტი), მცხეთა-მთიანეთის (1.3 პროცენტი) და გურიის (1.3 პროცენტი) რეგიონებში.

2020 წლის III კვარტლის განმავლობაში მომსახურება გაეწია 487 მომხმარებელს. მწარმოებელთა და გადამყიდველთა რაოდენობამ, რომელთაგანაც შესყიდულ იქნა პროდუქცია - 462 ერთეული შეადგინა, ხოლო სამაცივრეებში დასაქმებულთა საშუალოთვიური რაოდენობა 1696 კაცით განისაზღვრა.

2020 წლის III კვარტლის განმავლობაში მაცივრებში შენახული (განთავსებული) იყო 76.8 ათასი ტონა პროდუქცია, მათ შორის 49.3 პროცენტი ქათმის ხორცი (გაყინულის ჩათვლით), 25.6 პროცენტი ხილი და ბოსტნეული, 13.2 პროცენტი პირუტყვის ხორცი და ხორცპროდუქტები (ნახევარფაბრიკატების ჩათვლით), 7.0 პროცენტი თევზეული, ხოლო დანარჩენ პროდუქციას უმნიშვნელო წილი ჰქონდა.

სამაცივრე მეურნეობებმა მომსახურებით 5.4 მლნ. ლარის შემოსავალი მიიღეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system