თავში

საქართველოს ბიზნეს გარემო ავსტრიულ კომპანიებს გააცნეს

საქართველოს ბიზნეს გარემო ავსტრიულ კომპანიებს გააცნეს
საქართველოს ბიზნეს გარემო ავსტრიულ კომპანიებს გააცნეს

საქართველოს სავაჭრო პალატის პრეზიდენტმა გიორგი პერტაიამ საქართველოს ბიზნეს გარემოთი დაინტერესებულ ავსტრიულ კომპანიებს საქართველოს საინვესტიციო გარემო და არსებული შესაძლებლობები გააცნო. საქართველოს სავაჭრო პალატის პრეზიდენტმა გიორგი პერტაიამ, მონაწილეობა მიიღო ონლაინ ვებინარში „ეკონომიკური განვითარება და ბიზნესის შესაძლებლობები აზერბაიჯანსა და საქართველოში“.

საქართველოს სავაჭრო პალატის ინფორმაციით, პერტაიამ შეაფასა საქართველოს საინვესტიციო გარემო და აღნიშნა, რომ რეგიონში საქართველო ყველაზე მიმზიდველი ქვეყანა ინვესტორებისთვის. მან ხაზი გაუსვა საერთაშორისო კომპანიების სტატუსის მქონე პირებთან დაკავშირებული საგადასახადო შეღავათების მნიშვნელობას ინვესტიციების მოზიდვის ნაწილში და თავი მოიწონა, რომ საქართველო საინფორმაციო ტექნოლოგიების სექტორში ბიზნეს კომპანიებს აუთსორსინგისთვის ერთ-ერთ საუკეთესო პირობებს სთავაზობს. მან ასევე მიმოიხილა პრიორიტეტული სექტორებიც, რომლებსაც გააჩნიათ განვითარების პერსპექტივა, მათ შორის ისაუბრა განათლების სექტორზე, სტუმარ-მასპინძლობის სექტორსა და ბიზნეს პროცესების აუთსორსინგის შესაძლებლობებზე.

ცნობისთვის ავსტრიის ფედერალური ეკონომიკური პალატის ვაჭრობის ხელშეწყობის ორგანიზაციის "Advantage Austria” -ს ორგანიზებულ ფორუმს, საქართველოს და აზერბაიჯანის ბიზნეს გარემოთი დაინტერესებული 70- მდე ავსტრიული კომპანიის წარმომადგენელი ესწრებოდა. შეხვედრაში მონაწილეობდნენ თურქეთში, აზერბაიჯანსა და საქართველოში ვაჭრობის კომისარი, ჯორჯ კარაბაჯეკი და AZPROMO-ს პრეზიდენტი იუსუფ აბდულაიევი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system