თავში

საქართველოს ფუნქცია TANAP-ის პროექტში

​საქართველოს ფუნქცია TANAP-ის პროექტში
საქართველოს ფუნქცია TANAP-ის პროექტში

საქართველო TANAP-ის პროექტში შემოიფარგლება არა მხოლოდ გეოგრაფიული ან ინფრასტრუქტურული არეალით, არამედ ნაკისრი აქვს ეკონომიკური და პოლიტიკური ხიდის ფუნქცია და ეს არის ქვეყნისთვის დიდი პასუხისმგებლობა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში ბექა ლილუაშვილმა სამხრეთის გაზის დერეფნის (TANAP) პროექტის შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით, პროექტი გულისხმობს ევროკავშირის ენერგეტიკული ბაზრის უსაფრთხოების ზრდას და რუსეთზე ენერგო დამოკიდებულების შემცირების მიღწევას.

„TANAP-ის პროექტი ეს არის ევროკავშირის მიერ ინიცირებული სამხრეთ გაზის დერეფნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელიც თავის მხრივ, გულისხმობს ევროკავშირის ენერგეტიკული ბაზრის უსაფრთხოების და დივერსიფიკაციის ზრდას და როგორც შედეგი, რუსეთზე ენერგო დამოკიდებულების შემცირების მიღწევას. სამხრეთის გაზის დერეფნის ძირითადი როლი არის ის, რომ აზერბაიჯანიდან გაზის გატარება მოხდეს საქართველოსა და თურქეთის ტერიტორიების გავლით ევროპაში. როგორც პოლიტიკური შინაარსი ამ პროექტის, ბუნებრივია, რომ ის სრულიად თანხვედრაშია ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების – ევროკავშირის და აშშ-ს ინტერესებთან“, – განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

როგორც პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა აღნიშნა, პროექტის ექსპლუატაციაში შესვლა ნიშნავს იმას, რომ 2020 წლიდან სამხრეთ გაზის დერეფანი დაიწყებს დატვირთვას და ეს დატვირთვა ეტაპობრივად გაიზრდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system