თავში

რა სარგებელს მოუტანს TANAP-ი საქართველოს

რა სარგებელს მოუტანს TANAP-ი საქართველოს
რა სარგებელს მოუტანს TANAP-ი საქართველოს

ენერგეტიკოსები, ფინანსისტები და ეკონომისტები TANAP-ის ეკონომიკურ ეფეტს აფასებენ. მათი თქმით, რუსეთ-საქართველოს კომფლიქტის პარალელურად, როცა ქვეყნის ენერგორესურსების იმპორტის მეტი წილი რუსეთზე მოდის, ალტერნატიული გზით ენერგორესურსის მიღება ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებისთვის უმნიშვნელოვანესია. ეკონომიკის დოქტორი, თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის პრეზიდენტი, "სექტორი 3-ის" ექსპერტი, ვახტანგ ჭარაიას report.ge-ს უხსნის, რომ ამ პროექტით კიდევ უფრო მტკიცდება საქართველოს გეოპოლიტიკური როლი და უსაფრთხოების საკითხი, რასაც ინვესტორები დიდ ყურადღებას აქცევენ. 

ჭარაია report.ge-სთან საუბრისას ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზეც, რომ TANAP-ის პროექტის გაგრძელება ტრანს-ადრიატიკული მილსადენია, რომელიც აზერბაიჯანის, საქართველოს, თურქეთის, საბერძნეთის და ალბანეთის გავლით განახორციელებს ბუნებრივი აირის ტრანსპორტირებას სამხრეთ იტალიაში. ეს, ჭარაიას თქმით, ერთგვარი გარანტიაა ჩვენი ქვეყნისთვის.

"თუ ჩვენთან რაიმე საფრთხე შეექმნა მილსადენს, მაგალითად, აგრესორი ქვეყნის მხრიდან, პრობლემა შეექმნება ევროპის მნიშვნელოვან ნაწილს ბუნებრივი აირით მომარაგების ნაწილიში, რაც დამატებითი გარანტიაა ჩვენი უსაფრთხოებისთვის. ეხლა უნდა დავჯდეთ და კარგად მოვიფიქრთ, საქართველოში დარჩენილი გაზის წილით როგორ ვისარგებლოთ მაქსიმალურად ეფექტურად. TANAP-ის პროექტით, საქართველო იღებს გაზრდილ ენერგო-უსაფრთხოებას; გაზრდილ ეკონომიკურ უსაფრთხოებას; საქართველო იმტკიცებს დასავლეთის სტრატეგიული პარტნიორის სტატუსს" - გვიხსნის ჭარაია და დასძენს, რომ  პროექტს ეკონომიკური სარგებელიც ექნება. 

"თუ აქამდე „შაჰდენიზის“ გაზსადენით, საიდანაც აზერბაიჯანიდან საქართველოს გავლით თურქეთს მიეწოდება გაზი, საქართველო გატარებული გაზის 5%-ს ღებულობს, რაც 300 მილიონი კუბური მეტრი გაზია, ტრანს-ანატოლიური მილსადენის მშენებლობით, რომლითაც აზერბაიჯანული გაზი უკვე ევროპას მიეწოდება საქართველოსა და თურქეთის გავლით, 2023 წლისთვის საქართველო წელიწადში 1,1 მილიარდ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს სატრანზიტო წილის სახით მიიღებს. ამ პერიოდისათვის მილსადენის გამტარუნარიანობა 23 მილიარდ კუბურ მეტრს მიაღწევს, ხოლო დასაწყისისთვის ბუნებრივი აირის გამტარუნარიანობა 16 მილიარდი კუბური მეტრი იქნება. მილსადენი წლიურად 16 მლრდ კუბურ მეტრ ბუნებრივ გაზს გაატარებს. მომავალში დაგეგმილია გამტარუნარიანობის გაზრდა, 2023 წლისთვის - 23 მილიარდ კუბურ მეტრამდე, ხოლო 2026 წლამდე - 31 მილიარდ კუბურ მეტრამდე. ეს რიცხვები ცხადს ხდის, რა ეკონომიკური სარგებელიც მოაქვს ქვეყნისთვის ამ პროექტს, სერიოზულ ფულს ვზოგავთ, რომელიც სხვა მიმართულებით შეიძლება დაიხარჯოს," - გვიხსნის ჭარაია და ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ საბოლოოდ  დაგეგმილია TANAP-ის გამტარუნარიანობის 60 მილიარდ კუბურ მეტრამდე აყვანა, რაც საქართველოსთვის სამი მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის უსასყიდლოდ გადმოცემას გულისხმობს. ექსპერტის თქმით, ესაა 1.4-ჯერ მეტი მოცულობა, ვიდრე დღეს ქვეყანა მთელი წლის განმავლობაში მოიხმარს.

ცნობისთვის, ექსპერტის თქმით, დღეისთვის საქართველო ტრანზიტის სანაცვლოდ დაახლოებით 300 მილიონ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს იღებს უსასყიდლოდ, ამას დაემატება მონეტარული ფორმით სომხეთში გატარებული ტრანზიტის 10%-ი (დაახლოებით 130 მილიონი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის ღირებულება).

2018 წლის მონაცემებით საქართველომ 2.2 მილიარდი მეტრკუბი ბუნებრივი აირი მოიხმარა, მათ შორის: საყოფაცხოვრებო დანიშნულების - 851 მილიონი, თბოელექტროსადგურებმა - 489 მილიონი, ავტოგასამართმა სადგურებმა - 229 მილიონი, დანარჩენი კი არასაყოფაცხოვრებო სექტორის წილია.

საქართველოში გაზის იმპორტის  97%-ი აზერბაიჯანზე მოდის (უსასყიდლო გაზის ჩათვლით), უმნიშვნელოა რუსეთის წილი, რაც 1.7%-ს უტოლდება, მხოლოდ 0.4%-ია ადგილობრივი მოპოვების წილი. 

შეგახსენებთ, TANAP-ის პროექტის ღირებულება 10 მილიარდ ამერიკულ დოლარს შეადგენს. გიორგი გახარიამ ტრანსნაციონალური ბუნებრივი აირის მილსადენის პროექტის დასრულებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system