თავში

საქართველოს მთის კურორტებს მსოფლიოს 500 სპორტსმენი ეწვევა

საქართველოს მთის კურორტებს მსოფლიოს 500 სპორტსმენი ეწვევა
საქართველოს მთის კურორტებს მსოფლიოს 500 სპორტსმენი ეწვევა

"ზამთრის კურორტების გახსნა დროში ემთხვევა მნიშვნელოვან სპორტულ და არამარტო სპორტულ საერთაშორისო მნიშვნელობის ღონისძიებას. საქართველოში სპორტულ ღონისძიებაზე 500-მდე სპორტსმენი ეწვევა," - ამის  ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. 

საუბარია "სკი ქროსის" მსოფლიო თასის ეტაპებზე, რომელიც ბაკურიანში 26-28 თებერვალს გაიმართება.

მინისტრი აღიარებს, რომ ეს სრულად ვერ დააკომპენსირებს იმ პრობლემებს, რა პრობლემებიც ზამთრის კურორტებს აუცილებელი შეზღუდვების გამო შეექმნათ, თუმცა ბიზნესი ოდნავ ამოისუნთქავს.

„ბიზნესისთვის მუშაობის რეჟიმის შემსუბუქების კალენდარი, პრაქტიკულად ხვალიდან ამოქმედდება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ეს გადაწყვეტილება ზამთრის კურორტებისთვის. გვესმის ძალიან კარგად, რომ გამომდინარე ეპიდვითარებიდან მოგვიწია ჩაკეტილ მდგომარეობაში ყოფნა ამ ოთხი ძირითადი ზამთრის კურორტის, მაგრამ ხვალიდან გაიხსნება ამ ოთხივე ლოკაციაზე არსებული ჩაკეტილი სასტუმროები. ეს დროში ემთხვევა მნიშვნელოვან სპორტულ და არამარტო სპორტულ საერთაშორისო მნიშვნელობის ღონისძიებას, რომელიც არის ბაკურიანში თებერვლის ბოლოს მარტის დასაწყისში „ფრისთაილში“ მსოფლიო ჩემპიონატის ერთ-ერთი ეტაპი. ჩვენ ღონისძიებაზე 500-მდე სპორტსმენი გვესტუმრება პროტოკოლის დაცვით, ყველა უსაფრთხოების წესის შესრულებით და 8 მარტს ამას მოყვება საბაგიროების გახსნა, რადგან გარკვეული დრო სჭირდება სასრიალო არეალის მომზადებას. გვესმის ძალიან კარგად, რომ ეს სრულად ვერ დააკომპენსირებს იმ პრობლემებს რა პრობლემებიც შეექმნა ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო და აუცილებელი შეზღუდვების გამო ზამთრის კურორტებს, მაგრამ ალბათ, დაგვეთანხმებით რომ მნიშვნელოვანი დამატებითი დახმარება იქნება იმ მცირე მეწარმეებისთვის, იმ ოჯახებისთვის, რომლებიც ცხოვრობენ ბაკურიანში, მესტიაში, გუდაურში და ა.შ.“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

ცნობისთვის, ზამთრის სამთო კურორტები ხვალიდან სრული დატვირთვით ამოქმედდება.

"სქი ქროსის" მსოფლიო თასის ეტაპის მონაწილეები და ორგანიზატორები უკვე საქართველოში არიან. 9 ქვეყნის 51 სპორტსმენი 26 - 28 თებერვალს მონაწილეობას მიიღებს საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ეგიდით დაგეგმილ მაღალი დონის შეჯიბრში, რომელიც ბაკურიანში გაიმართება. შეჯიბრი აღნიშნული ფედერაციის მიერ შემუშავებული COVID პროტოკოლის, წესებისა და რეგულაციების მკაცრი დაცვით ჩატარდება. 

შეგახსენებთ, ბაკურიანი 2025 წლის ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს უმასპინძლებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system