თავში

საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა $21 მლრდ შეადგინა

საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა $21 მლრდ შეადგინა
საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა $21 მლრდ შეადგინა

საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა, 2021 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით 21.0 მლრდ აშშ დოლარი (65.7 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტალის მშპ-ს 120.1 პროცენტია. Report.ge-ს ცნობით, ინფორმაციას ეროვნული ბანკი აქვეყნებს.

2021 წლის მესამე კვარტალში საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 130.9 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. აქედან, ოპერაციული ცვლილების გამო ვალი 234.6 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა, სხვა ცვლილებების გამო კი 28.3 მლნ აშშ დოლარით; ხოლო საკურსო და ფასის ცვლილებების გამო ვალი, შესაბამისად, 121.8 და 10.3 მლნ აშშ დოლარით შემცირდა.

სახელმწიფო საგარეო ვალმა შეადგინა 10.4 მლრდ აშშ დოლარი (32.6 მლრდ ლარი), რაც მშპ-ს 59.6 პროცენტია. აქედან სამთავრობო სექტორის ვალია 7.7 მლრდ აშშ დოლარი (24.1 მლრდ ლარი; მშპ-ს 44.1 პროცენტი), ეროვნული ბანკის ვალდებულებები - 965.7 მლნ აშშ დოლარი (3.0 მლრდ ლარი; მშპ-ს 5.5 პროცენტი), ხოლო სახელმწიფო საწარმოების ობლიგაციები და სესხები, შესაბამისად, 542.1 მლნ აშშ დოლარი (1.7 მლრდ ლარი; მშპ-ს 3.1 პროცენტი) და 1.2 მლრდ აშშ დოლარი (3.8 მლრდ ლარი; მშპ-ს 6.9 პროცენტი).

საბანკო სექტორის საგარეო ვალმა შეადგინა 4.3 მლრდ აშშ დოლარი (13.5 მლრდ ლარი; მშპ-ს 24.7 პროცენტი), სხვა სექტორების საგარეო ვალმა - 4.8 მლრდ აშშ დოლარი (15.0 მლრდ ლარი; მშპ-ს 27.4 პროცენტი) და კომპანიათაშორისო ვალმა - 3.2 მლრდ აშშ დოლარი (10.0 მლრდ ლარი; მშპ-ს 18.3 პროცენტი). მთლიანი საგარეო ვალის 92.2 პროცენტი დენომინირებულია უცხოური ვალუტით.

საქართველოს წმინდა საგარეო ვალმა, 2021 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით, 12.9 მლრდ აშშ დოლარი (40.4 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტალის მშპ–ს 73.8 პროცენტია. აქედან, სახელმწიფო სექტორის წმინდა საგარეო ვალი 6.3 მლრდ აშშ დოლარია (19.8 მლრდ ლარი), რაც მშპ-ს 36.1 პროცენტია.

2021 წლის მესამე კვარტალში საქართველოს ეროვნული ბანკის საგარეო ვალი 275.9 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. აქედან, ოპერაციული ცვლილებების გამო ვალი 286.3 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა, ხოლო საკურსო ცვლილების გამო ეროვნული ბანკის საგარეო ვალდებულებები - 10.4 მლნ აშშ დოლარით შემცირდა. 2021 წლის მესამე კვარტალის ბოლოს ეროვნული ბანკის მთლიანმა საგარეო ვალდებულებებმა 965.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. აქედან, 487.0 მლნ აშშ დოლარი განაწილებული ნასესხობის სპეციალური უფლებაა (ნსუ)[1], რომელსაც არ აქვს დაფარვის ვადა და პრაქტიკულად, მისი გადახდის ვალდებულება არ დადგება, სანამ საქართველო იქნება საერთაშორისო სავალუტო ფონდის წევრი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system