თავში

საქართველოს რკინიგზაში ევროსტანდარტების დანერგვაზე 1,250,000 ევრო დაიხარჯება

საქართველოს რკინიგზაში ევროსტანდარტების დანერგვაზე
საქართველოს რკინიგზაში ევროსტანდარტების დანერგვაზე 1,250,000 ევრო დაიხარჯება

"Twinning-ი პროექტი ცალსახად ხელს შეუწყობს რეფორმების სტიმულირებას საქართველოს სარკინიგზო სისტემაში, რომლის გარეშეც წარმოუდგენელია ჩვენი ქვეყნის ევროპასთან დაახლოება და, მით უმეტეს, ევროპის კავშირში გაწევრიანება," - ასე აფასებს report.ge-სთან სარკინიგზო საკიხების ექსპერტი, პროფესიონალ რკინიგზელთა კლუბის თავმჯდომარე, დავით გოჩავა საქართველოს რკინიგზაში Twinning-ის პროექტის დაწყებას. მისი განმარტებით, "თვინინგი" ეს არის ევროპის კავშირის ინსტრუმენტი ინსტიტუციური კოოპერაციისთვის ევროპის კავშირის წევრი ქვეყნების სახელმწიფო ორგანოებსა და პარტნიორ ქვეყნებს შორის. გოჩავა გვიხსნის, რომ Twinning-პროექტებში ერთიანდება ევროპის და პარტნიორი ქვეყნების გამოცდილება, რომლის მიზანია კონკრეტული სავალდებულო შედეგების მიღწევა კოლეგიალური საქმიანობის გზით.

"ინსტრუმენტი იმთავითვე გათვალისწინებლი იყო ევროპის კავშირში გაწევრიანების კანდიდატი ქვეყნებისთვის, მაგრამ 2004 წლიდან ის ხელმისაწვდომი გახდა პარტნიორი ქვეყნებისთვისაც. მისი მიზანია პარტნიორი ქვეყნის სახელმწიფო კომპანიის, ჩვენს შემთხვევაში სააქციო საოგადოების „საქართველოს რკინიგზა“ ადმინისტრაციული პოტენციალის ამაღლება მისი პერსონალის სწავლების და კომპანიის სტრუქტურების რეორგანიზაციის მხარდაჭერის გზით. ის აგრეთვე ხელს შეუწყობს ეროვნული კანონების, წესებისა და სტანდარტების დაახლოებას ევოპის კავშირის სტანდარტებთან ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში. რადგან Twinning - ეს არის ტექნიკური დახმარების არა ცალმხივი ინსტრუმენტი, არამედ ვალდებულება, ის გათვლილია კონკრეტული შედეგების მიღწევაზე. ის იყოფა კომპონენტებად, რომელშიც იგულისხმება სემინარები, ტრეინინგები, ექსპერტების მისიები, სასწავლო ვიზიტები, სტაჟირებები და კონსულტაციები. მის საფუძველს წარმოადგენს საუკეთესო პრაქტიკების გაზიარება," - ამბობს report.ge-სთან დავით გოჩავა.

შეგახსენებთ, საქართველოში სარკინიგზო ტრანსპორტის დარგის განვითარების მიზნით ევროკავშირთან TWINNING - ის პროექტი განხორციელდება. პროექტის ბიუჯეტი შეადგენს 1,250,000 ევროს, რომელიც სრულად ფინანსდება ევროკავშირის მიერ. პროექტის განხორციელების ხანგრძლივობაა 24 თვე. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system