თავში

საქართველოს სატრანსპორტო დერეფანში ტვირთბრუნვა გაზრდილია

საქართველოს სატრანსპორტო დერეფანში ტვირთბრუნვა გაზრდილია
საქართველოს სატრანსპორტო დერეფანში ტვირთბრუნვა გაზრდილია

პანდემიის მიუხედავადმ საქართველოს სატრანსპორტო დერეფანში გატარებული ტვირთების მოცულობა გაზრდილია. 

ეკონომიკის სამინისტროს განახლებული მიმოხილვის მიხედვით, იანვარ-მაისის პერიოდში ქვეყანაში ჯამურად გადაზიდული ტვირთების მოცულობა 15.5 მილიონი ტონას უტოლდება, რაც  3.3%-ით აღემატება 2019 წლის მაჩვენებლებს. 

ჯამურად, საქართველოს პორტებში დამუშავებული კონტეინერების რაოდენობა 232.5 ათასს შეადგენდა, ამ მხრივაც ზრდა 0.16%-ია.

2020 წლის პირველ ხუთ თვეში ფოთის პორტის ტვირთბრუნვამ 3.4 მილიონი ტონა შეადგინა. ამდენივე ტვირთი გაატარა პორტმა შარშანაც. სხვა პორტებში კი დატვირთვა გაზრდილია.

ტვირთის გადანაწილება პორტების მიხედვით ასეთია:

  • ფოთის პორტი - 3.4 მილიონი ტონა, ცვლილება 0%;
  • ყულევის ტერმინალი - 0.7 მილიონი ტონა, ზრდა 16%;
  • ბათუმის საზღვაო ნავსადგური - 1.5 მილიონი ტონა, ზრდა 15.3%;
  • სუფსის საზღვაო ტერმინალი - 1.8 მილიონი ტონა, ზრდა 28.6%.

რაც შეეხება საქართველოს რკინიგზას, ტვირთბრუნვის ზრდის მიუხედავად, 2020 წლის პირველ კვარტალში კომპანია მაინც სოლიდურ ზარალზე გავიდა. ამ პერიოდში რკინიგზამ გადაზიდა 4.6 მილიონ ტონა ტვირთიმ, რაც 2019 წელთან შედარებით 9.5%-ით მეტია. 

კომპანიის პირველი კვარტლის ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, იანვარ-მარტის განმავლობაში ჯგუფის კონსოლიდირებული შემოსავლები 122 მილიონ ლარს გაუტოლდა, რაც მის 23.7%-იან ზრდაზე მიუთითებს,  თუმცა ბევრად მეტადაა გაზრდილი რკინიგზის ხარჯები, რის გამოც კომპანია წლის პირველი კვარტალში 163.5 მლნ ლარის ზარალზე გავიდა.

ხარჯების ზრდის მთავარი წყარო კურსთაშორისი სხვაობიდან მიღებული ზარალია. როგორც "საქართველოს რკინიგზის" ფინანსური ანგარიშიდან ირკვევა, ამ პერიოდში კომპანიამ კურსთაშორისი სხვაობიდან 188.9 მილიონი ლარით იზარალა, რაც საოპერაციო მოგებით ვეღა დაბალანსდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system