თავში

საქართველოს სისტემურ ინფრასტრუქტურაში 20 მილიარდი ლარი დაიხარჯება

საქართველოს სისტემურ ინფრასტრუქტურაში 20 მილიარდი ლარი დაიხარჯება
საქართველოს სისტემურ ინფრასტრუქტურაში 20 მილიარდი ლარი დაიხარჯება

"მომავალი 4 წლის განმავლობაში, სისტემურ ინფრასტრუქტურაში ქვეყანაში დაიხარჯება მინიმუმ 20 მილიარდი ლარი," - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ახალციხეში, ადიგენში, ბორჯომსა და ასპინძაში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ანტონ ობოლაშვილის წარდგენისას ბორჯომში განაცხადა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, მიუხედავად პანდემიისა, ქვეყანაში სისტემური ინფრასტრუქტურული პროექტები არც ერთი საათით და არც ერთი დღით არ გაჩერებულა.

„მომავალი 4 წლის განმავლობაში, სისტემურ ინფრასტრუქტურაში ქვეყანაში დაიხარჯება მინიმუმ 20 მილიარდი ლარი. ეს ის ფულია, რომელიც მოხმარდება უკვე მაგისტრალური გზების წესრიგში მოყვანის გარდა შიდა სასოფლო გზებსაც, წყალმომარაგებას, რომელიც უკიდურესად დიდი პრობლემაა და ყველას კარგად გვახსოვს შარშან ზამთრის სეზონზე რა პრობლემა გვქონდა ბაკურიანში, იგივე ეხება გაზიფიცირებას და ამ, მუნიციპალიტეტისთვის გაზიფიცირების შემდგომი განვითარება ასევე კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ჩვენი საშუალო განათლება და მისი ინფრასტრუქტურის მდგომარეობის წესრიგში მოყვანა - სკოლების რემონტი და ახალი სკოლების მშენებლობა მაქვს მხედველობაში, ისევე როგორც საბავშვო ბაღები. ეს ყველაფერი ქვეყანაში მიმდინარეობს, ხორციელდება, მაგრამ ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმა, მომავალი 4 წლის განმავლობაში, კონკრეტულად სად რა უნდა გაკეთდეს. მაგალითისთვის, შარშანდელი შემთხვევის შემდგომ ბაკურიანში უკვე დაიწყო როგორც სათაო ნაგებობის, ასევე კიდევ ერთი წყლის რესურსის მოძიების სამუშაოები და წელს უკვე 10 მლნ დაიხარჯა ამ პროექტში და 2021 წლის სეზონისთვის ეს პროექტი დასრულდება, ბაკურიანში წყლის პრობლემა არ უნდა არსებობდეს,“- განაცხადა პრემიერმა.

ცნობისთვის, 2021 წლის ბიუჯეტის მიხედვით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის გათვალისწინებულია 2 მლრდ 421 მლნ ლარი.

იზრდება იმ პროექტების დაფინანსება, რაც 2018-2020 წლებში იყო დაწყებული. ეს არის მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელთა ხარჯვის ნაწილი ძირითადად, უწევს 2021-2022 წლებში. წინა წელტამნ შედარებით, ინფრასტრუქტურული ხარჯი გაზრდილია 615.0 მლნ ლარით. 

ძირითადი პროგრამების მიხედვით ასიგნებები განისაზღვრა შემდეგი ოდენობით:

საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების ღონისძიებები -1 648.5 მლნ ლარი, მათშორის თანხები ძირითადად მიიმართება საავტომობილო გზების მშენებლობარეკონსტრუქციაზე:

რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია - 252.9 მლნ ლარი

წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის აღდგენა-რეაბილიტაცია - 281.5 მლნ ლარი,

მყარი ნარჩენების მართვის პროგრამა - 30.0 მლნ ლარი;

ზოგადსაგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მშენებლობა და რეაბილიტაცია - 165.0 მლნ ლარი;

იძულებით გადაადგილებული პირების მხარდაჭერა - 38.0 მლნ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system