თავში

საქართველოს უმსხვილეს საექსპორტო სამეულში რუსეთი, აზერბაიჯანი და ჩინეთია

საქართველოს უმსხვილეს საექსპორტო სამეულში
საქართველოს უმსხვილეს საექსპორტო სამეულში რუსეთი, აზერბაიჯანი და ჩინეთია

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2021 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: რუსეთი (71.1 მლნ. აშშ დოლარი), აზერბაიჯანი (66.4 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (53.8 მლნ. აშშ დოლარი).

2021 წლის იანვარ-თებერვალში ათი უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 77.2 პროცენტი შეადგინა. 

რუსეთში 2021 წლის პირველ ორ თვეში გავიდა 71.1 მლნ. დოლარის  ექსპორტი, რაც მთლიანი ექსპორტის 14.4%-ია.  წლიურ ჭრილში საქართველომ ჩრდილო მეზობელთან ექსპორტი გაზარადა 17.2%-ით. 

დროის ამავე მონაკვეთში საქართველომ აზერბაიჯანში  66.4 მლნ დოლარის ექსპორტი განახორციელა, რაც 29%-ით ნაკლებია, წინა წლის იმავე პერიოდის ექსპორტის მაჩვენებელთან შედარებით. კლების მიუხედავად, ეს ქვეყანა საქართველოს უმსხვილეს საექსპორტო ქვეყანათა ათეულში მეორე ადგილს იჭერს მთლიანი ექსპორტის 13.4%-იანი წილით.

2021 წლის პირველ ორ თვეში საქართველოდან ჩინეთში 53.8 მლნ. აშშ დოლარის ექსპორტი გავიდა. კლება წინა წელთან შედარებით 13 %-ს უტოლდება, თუმცა ეს ქვეყანა მაინც უმსხვილეს საექსპორტო ქვეყანათა სამეულში რჩება მთლიანი ექსპორტის 10.9%-იანი წილით.

რაც შეეხება, დანაჩენ სამეზობლოს, წელს თურქეთიში საქართველოდან 45.2 მლნ. დოლარის ექსპორტია განხორციელებული, რაც 25.3%-ით მეტია 2020 წლის პირველ ორი თვის ექსპორტის მაჩვენებელზე. ეს ქვეყანა მეოთხე ადგილს იჭერს უმსხვილეს საექსპორტო ქვეყანათა სიაში მთლიან ექსპორტში 9.1%-იანი წილით. რაც შეეხება სომხეთს, ამ ქვეყანაში საქართველომ წელს გაიტანა 23.0 მლნ. დოლარის ექსპორტი. კლება წინა წელთან შედარებით 23.7%-ია, ხოლო მთლიანი ექსპორტის 4.7%-იანი წილით სომხეთი საქართველოს უმსხვილეს საექსპორტო ქვეყანათა ჩამონათვალში მე-7 ადგილს დასჯერდა. 

ათი უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნების სიაში ასევე მოხვდნენ თურქეთი, უკრაინა, ბულგარეთი, სომხეთი, ესპანეთი, აშშ, შვეიცარია.

2021 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 1 654.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 12.0 პროცენტით ნაკლებია. აქედან ექსპორტი 494.7 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (6.8 პროცენტით ნაკლებია), ხოლო იმპორტი 1 159.3 მლნ. აშშ დოლარს (14.1 პროცენტით ნაკლებია).

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system