თავში

საქართველოს უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნების სია

საქართველოს უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნების სია
საქართველოს უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნების სია

2020 წლის II კვარტალში უმსხვილესი პირდაპირი ინვესტორი ქვეყნების სიაში პირველ ადგილზეა გაერთიანებული სამეფო - 24.8 პროცენტით, მეორე ადგილზე ნიდერლანდი - 22.4 პროცენტით, ხოლო მესამეზე თურქეთი - 13.3 პროცენტით.

მეოთხე მეხუთე და მეექვსე პოზიციებს ინაწილებენ აშშ, სლოვაკეთი და მალტა 8.4%, 6.8% და 6.1 %-იანი წილებით უცხოური ინვესტიციებით მთლიან მოცილობაში.

4.2%-იანი წილი აქვთ ლუქსემბურგსა და ერაყს და შესაბამისად ეს ორი ქვეყანა უმსხვილესი პირდაპირი ინვესტორი ქვეყნების სიაში მეშვიდე და მერვე ადგილებს სჯერდებიან, ხოლო შვეიცარიიდან განხორციელებული ინვესტიციები მთლიან საინვესტიციო პორტფელში 3%-ს უტოლდება და ის ამ სიაში მეცხრე ადგილზეა, ხოლო ათეულის ბოლო ადგილს იჭერს დანია 2.6%-იანი წილით. 

შეგახსენებთ, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით,საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2020 წლის II კვარტალში 237.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2019 წლის II კვარტალის დაზუსტებულ მონაცემებზე 0.5 პროცენტით მეტია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system