თავში

საქართველოში აზერბაიჯანიდან 0,5 ათასი ტონა საავიაციო ნავთი იმპორტირდა

საქართველოში აზერბაიჯანიდან 0,5 ათასი ტონა საავიაციო ნავთი იმპორტირდა
საქართველოში აზერბაიჯანიდან 0,5 ათასი ტონა საავიაციო ნავთი იმპორტირდა

2021 წლის მარტში საქართველოში აზერბაიჯანიდან იმპორტირდა 0,5 ათასი ტონა საავიაციო ნავთი, რაც ამ პროდუქტის მთლიანი იმპორტის 10,2%-ია. აზერბაიჯანს ამ პროდუქტის იმპორტის სიდიდით უსწრებენ მხოლოდ თურქმენეთი და იტალია, ხოლო მარტში საქართველოში აზერბაიჯანთან შესარებით მცირე საავიაციო ნავთის იმპორტი განხორციელდა რუსეთიდან და თურქეთიდან.

მიმდინარე წლის მარტის თვეში საავიაციო ნავთის იმპორტის 59,2% (2,9 ათასი ტონა) განხორციელდა თურქმენეთიდან, 12,2% (0,6 ათასი ტონა) - იტალიიდან, 10,2% (0,5 ათასი ტონა) - აზერბაიჯანიდან; 10,2% (0,5 ათასი ტონა) - რუსეთიდან, 8,2% (0,4 ათასი ტონა) - თურქეთიდან.

ცნობისთვის, აზერბაიჯანიდან საქართველოში საავიაციო ნავთი აზერბაიჯანიდან  წელს პირველად მარტში იმპორტირდა. იანვარ-თებერვალში ამ ქვეყნიდან საავიაციო ნავთი საქართველოში არ შემოსულა. 

2021 წლის მარტის თვეში საქართველოში საავიაციო ნავთის იმპორტმა შეადგინა 4,9 ათასი ტონა, რაც 2,5 ათასი ტონით ანუ 104,2%-ით მეტია წინა თვის მაჩვენებელთან (2,4 ათასი ტონა) შედარებით. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system