თავში

საქართველოში ბარათით გადახდების მაჩვენებელი იმატებს

საქართველოში ბარათით გადახდების მაჩვენებელი იმატებს
საქართველოში ბარათით გადახდების მაჩვენებელი იმატებს

პანდემიის დასაწყისში ვირუსის შემანელებელ ერთ-ერთ ფაქტორად ნაღდი ფულის გამოყენების მაგივრად სწორედ საბარათე ოპერაციების შესრულება ითვლებოდა. report.ge დაინტერესდა კოვიდ პანდემიის ფონზე როგორ შეიცვალა საბარათე ოპერაციებისა და ბარათით გადახდების მაჩვენებლები. ეროვნული ბანკის სატატისტიკის მიხედვით, საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2020 წლის თებერვლისათვის მიმოქცევაში არსებული საგადახდო სადებეტო ბარათების რაოდენობა 6 084 858 იყო, 2021 წელს კი მან 6 203 908 მიაღწია. საქართველოს ტერიტორიაზე საგადახდო ბარათებით განხორციელებული ოპერაციების რაოდენობა 2019 წელს ჯამურად 341 271 788 იყო, ხოლო 2020 წელს ჯამში ბარათით 375 196 404 ტრანზაქცია შესრულდა.  2019 წელს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი ბანკებისა თუ უცხოური ბანკების ფილიალების მიერ გაცემული ბარათებით შესრულდა 327 203 491, ხოლო საქართველოს ტერიტორიის ფარგლებს გარეთ ფუნქციონირებადი იურიდიული პირების მიერ გაცემული ბარათებით შესრულებული ოპერაციები 14 068 297 ერთეულს გაუტოლდა.  2020 წელს პირველმა მაჩვენებელმა 369 475 522-მდე მოიმატა, ხოლო მეორე მაჩვენებელი 5 720 882-მდე შემცირდა. სტატისტიკა აჩვენებს, რომ საქართველოს ტერიტორიის ფარგლებს გარეთ ფუნქციონირებადი იურიდიული პირების მიერ გაცემული ბარათებით შესრულებული ოპერაციების რაოდენობამ მნიშვნელოვნად იკლო, რომელიც 14 068 297-დან 5 720 882-მდე შემცირდა, აქ ასევე მნიშვნელოვანია შესრულებული ოპერაციების მოცულობაც, რომელიც შემდეგნაირად გამოიყურება:

2020 წელს, საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი ბანკებისა თუ უცხოური ბანკების ფილიალების მიერ გაცემული ბარათებით ბანკომატებში შესრულებული ოპერაციების რაოდენობა 77 526 300 იყო, ხოლო მოცულობა 21 583 899 000 ლარი. პოს-ტერმინალებითა და ინტერნეტით ჯამურად შესრულებული ოპერაციების რაოდენობა 291 949 222 იყო, ხოლო მოცულობა 10 180 197 000 ლარი. გასულ წელს, საქართველოს ტერიტორიის ფარგლებს გარეთ ფუნქციონირებადი იურიდიული პირების მიერ გაცემული ბარათებით ბანკომატებში შესრულებული ოპერაციების რაოდენობა 2019 წლის მონაცემთან შედარებით 1 807 678-ით, 1 335 958-მდე შემცირდა, ხოლო მოცულობამ 689 397 000 ლარით, 681 705 000 ლარამდე იკლო. შემცირდა პოს-ტერმინალებითა და ინტერნეტით შესრულებული ოპერაციების რაოდენობაცა და მოცულობაც, რაოდენობაში კლება 6 539 737 იყო და 4 384 924-იანი მაჩვენებელი დააფიქსირა, მოცულობაში კი 1 215 229 000 ლარით 102 751 000 ლარამდე შემცირდა.

ინტერნეტით განხორციელებული ოპერაციათა რაოდენობასა და მოცულობაშიც ზრდა ფიქსირდება, რასაც, სავარაუდოდ, ელექტრონული კომერციის განვითარებმაც შეუწყო ხელი. 2019 წელს შესრულებული ოპერაციების რაოდენობა 58 082 067 იყო, ოპერაციების ჯამური მოცულობა კი 3 215 448 000 ლარი. 2020 წელს შესრულებული ოპერაციების მთლიანი რაოდენობა 77 232 039-მდე გაიზარდა, ხოლო ოპერაციების ჯამური მოცულობის ზრდა 4 416 532 000 ლარამდე მოხდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system