
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით, საქართველოში დიზელის იმპორტი გაიზარდა, ბენზინის - შემცირდა.
ბიზნესგაერთიანების ცნობით, 2020 წელს საქართველოში დიზელის საწვავის იმპორტი გასული წლის მაჩვენებელთან შედარებით, 50,6 ათასი ტონით, ანუ 15,4%-ით გაიზარდა, ხოლო ბენზინის იმპორტი 11,3 ათასი ტონით, ანუ 3,2%-ით შემცირდა.
ჯამში, მიმდინარე წელს ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტი, 2019 წლის მაჩვენებელთან შედარებით, 39,3 ათასი ტონით, ანუ 5,8%-ით გაიზარდა.
ცნობისთვის, 2020 წლის იანვარ-აგვისტოს თვეების განმავლობაში ქვეყნების მიხედვით ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა შემდეგი ქვეყნებიდან:
რუსეთი - 32,8%;
აზერბაიჯანი (მხოლოდ დიზელის საწვავი) - 20,5%;
რუმინეთი - 18,8%;
თურქმენეთი - 8,7%;
ბულგარეთი - 8,6%;
საბერძნეთი - 4,1%.
ბელა გელაშვილი
ავტორი