თავში

საქართველოში ფულის მასა ახალ რეკორდულ ნიშნულზეა

საქართველოში ფულის მასა ახალ რეკორდულ ნიშნულზეა
საქართველოში ფულის მასა ახალ რეკორდულ ნიშნულზეა

2020 წლის აგვისტოში ქვეყანაში ფულის მასის მოცულობამ ახალ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია. კერძოდ კი, M2-მა ანუ ფართო ფულმა, რაც ეკონომიკაში არსებულ ნაღდ ფულს, ასევე, კომერციულ ბანკებში არსებულ დეპოზიტებს (საბანკო სექტორისა და სამთავრობო სექტორის დეპოზიტების გარეშე) ასახავს, 12.55 მილიარდ ლარს მიაღწია.

ამის შესახებ აღნიშნულია ეროვნული ბანკის განახლებულ ანალიტიკურ ანგარიშში.

წლიურ ჭრილში ფულის მასის ზრდა 16.1%-ია. M2-ის მსგავსად, გაზრდილია სხვა მონეტარული აგრეგატებიც, მათ შორის უშუალოდ მიმოქცევაში არსებული ნაღდი ფულიც და ის 4.33 მილიარდ ლარია, ხოლო ერთი წლის წინ ეს მაჩვენებელი 1.74 მილიარდი ლარით ნაკლები იყო და 10.81 მილიარდ ლარს შეადგენდა. 

სპეციალისტები ფულის მასის ზრდას მთავრობის მხრიდან ბიუჯეტის ხარჯვის მოცულობის ზრდას უკავშირდებენ. ხარჯი კი მთავრობას COVID-19-ის კრიზისის ეკონომიკური და სოციალური ეფექტის შესარბილებლად შემუშავებულ პროგრამებზე გაეზარდა.

ფინანსისტების განმარტებით, ლარის გაცვლითი კურსის მოლოდინების ჩამოყალიბებაზე გაზრდილი ფისკალური ხარჯებიც ახდენენ ზეგავლენას. სწორედ ამიტომაც გვაქვს სახეზე სექტემბერში ლარის 3%-იანი გაუფასურება მიუხედავად ამ ინტერვენციებისა. 

სპეციალისტების აქვთ მოლოდინი, რომ ინტერვენციების ის მოცულობა, რაც წინა პერიოდში საკმარისი იყო, შესაძლოა გაიზარდოს.

შეგახსენებთ, ეროვნულ ბანკს(სებ-ი)  რეზერვების ხარჯვის პოლიტიკაზე აქვს გაცხადებული, რაც იმას ნიშნავს, რომ საჭიროების შემთხვევაში ცენტრალური ბანკი ბაზარს უცხოურ ვალუტას მიაწვდის.

ცენტრალურმა ბანკმა 2020 წელს სავალუტო რეზერვებიდან, დღევანდელი აუქციონის ჩათვლით, ჯამში 369 650 000 დოლარი გაყიდა.

სებ-ი სავალუტო ინტერვენციებს, როგორც წესი, ლარის კურსის დასასტაბილურებლად ახორციელებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system