თავში

Washington Post: საქართველოში ჰაკერული თავდასხმის უკან შესაძლოა რუსეთი იდგეს

საქართველოში ჰაკერული თავდასხმის უკან შესაძლოა რუსეთი იდგეს
Washington Post: საქართველოში ჰაკერული თავდასხმის უკან შესაძლოა რუსეთი იდგეს

ქართულ ვებგვერდებზე ჰაკერულ თავდასხმაზე შესაძლო პასუხისმგებლობას Washington Post რუსეთს აკისრებს და პარალელს 2008 წლის კიბერთავდასხმასთან ავლებს. 28 ოქტომბერს ჰაკერული თავდასხმა 2000-მდე ვებგვერდზე განხორციელდა. თავდასხმის ობიექტები გახდნენ: პრეზიდენტის, სასამართლოს, თვითმართველობების, მედიასაშუალებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციის გვერდები.

თავდამსხმელებს არც საიდუმლო ინფორმაცია მოუპარავთ და არც თანხები მიუთვისებიათ. გატეხილ გვერდებზე შესვლისას მესამე პრეზიდენტის - მიხეილ სააკაშვილის ფოტო ჩნდებოდა ინგისური წარწერით I’LL BE BACK - მე დავბრუნდები და რომ არა შეტევის მასშტაბურობა ის შეიძლება ვიღაცის ხუმრობადაც ჩათვლილიყო.

Washington Post აღნიშნავს, რომ საქართველოში თვითმართველობებში დასაქმებული ადამიანების უმრავლესობა ისევ რუსულ ელექტრონულ ფოსტას იყენებს (იგულისხმება mail.ru) და ეს ფაქტი ინფორმაციის მოპოვებას აიოლებს.

ამერიკული გამოცემის შეფასებით საქართველოში კიბერუსაფრთხოება არაა სათანადოდ დაცული.

Washington Post ქართველ ანალიტიკოსებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ აღნიშნული კიბერთავდასხმა ყველაზე მასშტაბური იყო 2008 წლის შემდეგ. 11 წლის წინაც რუსი ჰაკერების სამიზნე პრეზიდენტის და სხვა სამთავრობო უწყებების ვებგვერდები გახდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system