თავში

საქართველოში იმპორტი 2.4 პროცენტით შემცირდა

საქართველოში იმპორტი 2.4 პროცენტით შემცირდა
საქართველოში იმპორტი 2.4 პროცენტით შემცირდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ექსპრეს მონაცემებით, 2021 წლის იანვარ-მარტში, საქართველოში შემოსულია 1 952.4 მლნ. აშშ დოლარის იმპორტი, რაც 2.4 პროცენტით ნაკლებია 2020 წლის იანვარ-მარტში განხორციელებულ იმპორტზე.

2021 წლის იანვარ-მარტში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 2 773.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 0.3 პროცენტით ნაკლებია. რაც შეეხება ექსპორტს, 2021 წლის პირველ სამ თვეში, 2020 წლის პირველი სამი თვის მონაცემთან შედარებით, საქართველოს ექპორტი 5.3 პროცენტით გაიზარდა და 821.1 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა.

უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2021 წლის იანვარ-მარტში 1 131.4 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.8 პროცენტი შეადგინა.

"საქსტატის“ წინასწარი მონაცემებით, 2021 წლის მარტში, წინა წელთან შედარებით, იმპორტი 17.8 პროცენტით გაიზარდა და 767.9 მლნ. აშშ. დოლარს გაუტოლდა, ხოლო ექსპორტი 30.8 პროცენტით გაიზარდა და მისმა მოცულობამ 326.3 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა. შესაბამისად, სავაჭრო დეფიციტი მარტში  39.1 მლნ. აშშ. დოლარით გაიზარდა და 441.6 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system