თავში

საქართველოში ხორცის წარმოება შემცირდა

საქართველოში ხორცის წარმოება შემცირდა
საქართველოში ხორცის წარმოება შემცირდა

საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2020 წლის III კვარტალში ხორცის წარმოებამ 14.7 ათასი ტონა შეადგინა, რაც 2019 წლის შესაბამის პერიოდის მაჩვენებელზე 6.4 პროცენტით ნაკლებია.

დროის ამავე პერიოდში საქართველოს 99 სასაკლაომ 10 224.1 ტონა ხორცი აწარმოა. 

2020 წლის III კვარტლის განმავლობაში სასაკლაოებში დაკლულია 77.1 ათასი სული პირუტყვი, მათ შორის 35.5 პროცენტი მსხვილფეხა, ხოლო 64.5 პროცენტიწვრილფეხა (ცხვარი, თხა, ღორი და სხვა). გარდა ამისა, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში სასაკლაოებში დაკლული ფრინველის რაოდენობა 3 236.4 ათასი ერთეულით განისაზღვრა.

სასაკლაოების მიერ 2020 წლის III კვარტლის განმავლობაში 10 224.1 ტონა ხორცი იქნა წარმოებული (იგულისხმება დაკლული წონა, ფრინველის ხორცის ჩათვლით), საიდანაც 29.2 პროცენტი მოდის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხორცზე, 46.8 პროცენტი - ფრინველის, 23.2 პროცენტი - ღორის, 0.6 პროცენტი - ცხვრისა და თხის ხორცზე, ხოლო დანარჩენს უმნიშვნელო წილი უკავია.

2020 წლის III კვარტლის განმავლობაში საქართველოს 160 სამაცივრეში განთავსდა 76.8 ათასი ტონა პროდუქცია, მათ შორის 49.3 პროცენტი ქათმის ხორცი (გაყინულის ჩათვლით), 25.6 პროცენტი ხილი და ბოსტნეული, 13.2 პროცენტი პირუტყვის ხორცი და ხორცპროდუქტები (ნახევარფაბრიკატების ჩათვლით), 7.0 პროცენტი თევზეული, ხოლო დანარჩენ პროდუქციას უმნიშვნელო წილი ჰქონდა.

იმისთვის რომ გაიგოთ ყველაფერი მესაქონლეობის მეხორცულ მიმართულებასა და ხორცის ადგილობრივ წარმოებაზე, იკითხეთ report.ge-ს ეკონომიკური ანალიტიკა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system