თავში

საქართველოში მაყვლის განსაკუთრებული ჯიშის სათბური გაშენდება

საქართველოში მაყვლის განსაკუთრებული ჯიშის სათბური გაშენდება
საქართველოში მაყვლის განსაკუთრებული ჯიშის სათბური გაშენდება

კენკროვანთა ასოციაციის ცნობით, პირველად საქართველოში მაყვლის განსაკუთრებული ჯიშის სათბური გაშენდება. პროექტის საწყისი საინვესტიციო კაპიტალი 35 000 ლარია, აქედან 25 000 საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თანადაფინანსებაა. მისი განსაკუთრებულობა იმაში მდგომარეობს, რომ მუდმივად ისხამს ნაყოფს და საადრეოა.

ასოციაციის ცნობითვე, კილოგრამი მაყვლის საბითუმო ფასი 15 ლარი იყო. 

სათბური 400 კვ. მეტრ ფართზე გაშენდება. დასაწყისისთვის 400 ძირი პრაიმ არკ ფრიდომის ჯიშის მაყვალი დაირგვება. თითო ძირზე ფერმერი 5-6 კგ მოსავლის მიღებას ვარაუდობს.

ასოციაციის პრეზიდენტოს, იზოლდა ქიტესაშვილის, თქმით, მაყვალზე მოთხოვნა დიდია, თუმცა წელს მოსავლის 90% წვიმამ გაჟღინთა და დაარბილა, რაც ბოლო 7 წელია, არ ყოფილა.

მისივე თქმით, სახელმწიფომ, სამაცივრე მეურნეობის განვითარების პროგრამის ფარგლებში, ერთ სოფელში დაახლოებით 20 მაცივარი გაშენდა, რამაც ხელი შეუწყო პროდუქტის კარგ ფასში გაყიდვას.

კენკრის მწარმოებელთა ასოციაციაში დაახლოებით 120 ფერმერია გაწევრიანებული აქედან სახელმწიფო დახმარებით თითქმის 90%-ზე მეტი სარგებლობს. 

ბაღები გაშენებულია 100 ჰექტრამდე ტერიტორიზე, სადაც მაყვალი, მარწყვი, ჟოლო და მოცვი მოჰყავთ.

შეგახსენებთ,რეგიონებში მაყვლის წარმოებაში კახეთი ლიდერობს, თუმცა ჯერ კიდევ გასული წლის ოქტომბერში სრულად მსხმოიარე მაყვლის ბაღი კახეთში არ არსებობდა. რეგიონში დეფიციტური იყო მაყვლისთვის საჭირო სამაცივრო მეურნეობა ნაყოფის ინდუსტრიულად გადასამუშავებლად. დღემდე არ ფიქსირდება საქართველოდან ევროკავშირში მაყვლის ექსპორტის პრეცედენტიც, ეს მაშინ, როცა ევროკავშირის ბაზარზე მოთხოვნა დიდია როგორც ახალ, ასევე გაყინულ მაყვალზე.

რამდენად მომგებიანია მაყვლის წარმოება, იხილეთ აქ

საერთაშორისო სპეციალისტების შეფასებით, საქართველოს რეალობაში, ჟოლო, მაყვალი და ბროკოლი შედარებით ახალი პროდუქტებია და მათი მოვლა-მოყვანის მიმართულებით გამოცდილება არ არსებობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system