თავში

საქართველოში რძის წარმოება გაიზარდა, ხორცის კი შემცირდა

საქართველოში რძის წარმოება გაიზარდა, ხორცის კი შემცირდა

საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2020 წლის I კვარტალში რძის წარმოებამ 107.0 მლნ. ლიტრი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 5 %-ით მეტია. 

საქსტატის ცნობითვე ამავე პერიოდში, 0.6%-ით შემცირდა ხორცის წარმოება და 16.2 ათასი ტონა შეადგინა, ხოლო 0.6%-ითაა გაზრდილი კვერცხის წარმოება და 160.4 მილიონს შეადგენს.

2020 წლის I კვარტალის ბოლოსათვის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.9 პროცენტით გაიზარდა და 973.5 ათასი სული შეადგინა. 

აქედან, ფურისა და ფურკამეჩის ჯამური რაოდენობა 461.4 ათასი სულით განისაზღვრა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 1.5 პროცენტით მეტია.

 ცხვრისა და თხის ჯამური რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 4 პროცენტით შემცირდა და 1.1 მლნ. სული შეადგინა. 

ღორის რაოდენობა 168.3 ათასი სულით განისაზღვრა, რაც 3.7 პროცენტით ჩამორჩება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს. 

ფრინველის რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 28.7 პროცენტით გაიზარდა და 10.3 მლნ. ფრთას მიაღწია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system