თავში

საქართველოში შემოსავალი 100 ათასამდე ადამიანმა დაკარგა

საქართველოში შემოსავალი 100 ათასამდე ადამიანმა დაკარგა
საქართველოში შემოსავალი 100 ათასამდე ადამიანმა დაკარგა

მთავრობის ინფორმაციით, მიმდინარე წელს პანდემიის გამო, შემოსავალი დაახლოებით 100 ათასმა ადამიანმა დაკარგა.

ამის შესახებ დღეს განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ ფრაქცია “ევროპული საქართველოს“ სხდომაზე 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის  წარდგენისას განაცხადა.

“წლევანდელ წელს ეკონომიკური შემცირება, რა თქმა უნდა, დასაქმებული ადამიანების რაოდენობაზე იმოქმედებს - ვგულისხმობ ბიზნეს სექტორში, დაქირავებით დასაქმებულ ადამიანებს. ეკონომიკური ვარდნა ყოველთვის მოქმედებს. კომპანიების მიერ წარმოდგენილი მონაცემების მიხედვით და ის, რაც დახმარების ფარგლებში ვიცით, დაახლოებით 100 ათას ადამიანამდეა, ვინც შემოსავლი დაკარგა“, - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

მისივე პროგნოზით, მომავალ წელს მინიმუმ 20 ათასამდე ადამიანი შემოსავალს აღიდგენს.

შეგახსენებთ, გასულ კვირას პრემიერმა გახარიამ განაცხადა, რომ მთავრობა დახმარებების ხელმეორედ შეთავაზებაზე იმსჯელებს.

ამ ეტაპზე ცნობილია მხოლოდ ის, რომ ნოემბრიდან კომუნალურ გადასახადებზე შეღავათი ამოქმედდება. მოსახლეობისთვის კომუნალური გადასახადების სუბსიდირებისათვის 60 მილიონი ლარია გათვალისწინებულია 2021 წლის ბიუჯეტის პროექტში. კორონავირუსით გამოწვეული ეკონომიკური პრობლემების გამო, შეღავათი 200 კვ-მდე მოხმარებულ ელექტროენერგიაზე 4 თვის მანძილზე 2020 წლის ნოემბრიდან.

ცნობისთვის, 2020 წლის 24 აპრილს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ანტიკრიზისული ბიუჯეტი წარადგინა, რომელიც უმუშევრად დარჩენილებისთვის 6 თვის განმავლობაში 200 ლარის კომპენსაციასაც ითვალისწინებდა. ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, 5 თვის განმავლობაში 200-ლარიანი დახმარება 161,905-მა უნიკალურმა ბენეფიციარმა/დასაქმებულმა მიიღო. ბენეფიციარებს ჯამში, 106 288 400 ლარი დაერიცხა.  უმუშევრად დარჩენუილტათვის 200-ლარიანი დახმარების პროგრამის ბიუჯეტი 450 მლნ ლარია და სოციალური გასაცემელი, დაახლოებით, 350,000 მოქალაქეზე იყო გათვლილი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system