თავში

საქართველოში სიღარიბის ზღვარს ქვემოთ 192 962 ბავშვი ცხოვრობს - თეონა ჭალიძე

საქართველოში სიღარიბის ზღვარს ქვემოთ 192 962 ბავშვი ც
საქართველოში სიღარიბის ზღვარს ქვემოთ 192 962 ბავშვი ცხოვრობს - თეონა ჭალიძე

ბოლო 15 თვის განმავლობაში სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ბავშვების რაოდენობა 41 155-ით გაიზარდა და ბოლო მონაცემებით, 192 962-ს შეადგენს. ამის შესახებ  პ[ოლიტიკური პარტის “სტრატეგია აღმაშენებლი“ აცხადებს. მათი ინფოირმაციით, საარსებო შემწეობის მიმღები ბავშვების რაოდენობა გაიზარდა ყველა რეგიონში, თბილისში - 11 340-ით, თბილისის შემდეგ ყველაზე მეტი ბავშვია სიღარიბის ზღვარს მიღმა იმერეთში, ქვემო ქართლში, კახეთსა და აჭარაში.

„საარსებო შემწეობა არის ფულადი სოციალური დახმარება, რომელიც განკუთვნილია შეფასების სისტემით იდენტიფიცირებული ღატაკი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის. თუმცა საარსებო შემწეობის ოდენობა (მაქსიმუმ 60 ლარია, ბავშვების შემთხვევაში დამატებით 50 ლარი, საიდანაც რიგ მუნიციპალიტეტებში 30 ლარი კვების ბარათზე ირიცხება) ვერ პასუხობს დღეს არსებულ გამოწვევებს. საკვებ პროდუქტზე არსებული ფასების ზრდა განსაკუთრებით მძიმედ სწორედ საარსებო შემწეობის მიმღებ ოჯახებზე აისახება. აუცილებელია, მთავრობამ იზრუნოს ამ მიმართულებით და დღის წესრიგში დადგეს ე.წ. „ახალი ღარიბების“ საჭიროებების შესწავლაც და ამის მიხედვით კონკრეტული ნაბიჯებიც გადაიდგას,” - ამბობს  „სტრატეგია აღმაშენებლის“ სოციალური მიმართულების ხელმძღვანელი თეონა ჭალიძე.

ცნობისთვის, საარსებო შემწეობის მიმღებთა ოდენობა საქართველოში 83 ათასით გაიზარდა. ამ მაჩვენებელმა 2021 წლის მარტში 541,000 ბენეფიციარს პირველად გადააჭარბა. საარსებო შემწეობას სულ 151 ათასი ოჯახი იღებს. საარსებო შემწეობის ბენეფიციარი 151 ატასი ოჯახის წევრთა ჯამური ოდენობა საქართველოს მოსახლეობის 14.5%-ია. სოციალური მომსახურების სააგენტოს მიხედვით, მარტის განმავლობაში სოციალური შემწეობის სახით სულ 30.15 მილიონი ლარი დარიგდა, რაც ერთ ბენეფიციარზე თვეში 56 ლარს შეადგენს.

ჯანდაცვის სამინისტროში განმარტავენ, რომ საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობის ზრდა დაკავშირებულია ერთი მხრივ, შემწეობის მიმღებ ოჯახებთან მიმართებაში ადმინისტრირების პროცედურების შეჩერებასთან და მეორე მხრივ, ახალი მოწყვლადი ოჯახების იდენტიფიცირების გამარტივებულ წესებთან. 

მსოფლიო ბანკის შეფასებით, პანდემიური კრიზისის გავლენით, საქართველოში სიღარიბის მაჩვენებელი 5. 4 %-ით გაიზარდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system