თავში

საქართველოში ცემენტის უმსხვილესი იმპორტიორი აზერბაიჯანი და თურქეთია

საქართველოში ცემენტის უმსხვილესი იმპორტიორი აზერბაიჯანი და თურქეთია
საქართველოში ცემენტის უმსხვილესი იმპორტიორი აზერბაიჯანი და თურქეთია

საქართველოში ცემენტის უმსხვილესი იმპორტიორი აზერბაიჯანი და თურქეთია. 

report.ge-მ ცემენტის საიმპორტო ბაზარი შეისწავლა და აღმოაჩინა, რომ წელს საქართველოში აზერბაიჯანიდან შემოსულია 14,548.83 ათასი დოლარის 295, 846.05 ტონა ცემენტი. წლიურ ჭრილში მონაცემი მნიშვნელოვნადაა შემცირებული. შარშან 11 თვეში ცემენტის აზერბაიჯანული იმპორტი საქართველოში 445,334,34 ტონას უტოლდებოდა, ფულად გამოსახულებაში კი მან 23,884.21 ათასი დოლარი შეადგინა. 

ცემენტის იმპორტის მოცულობით მეორე ადგილზეა თურქეთი, საიდანაც წელს 11 თვეში საქართველოში შემოვიდა 291,334. 56 ტონა ცემენტი, რომელიც საქართველოს 15,668.27 ათასი დოლარი დაუჯდა. შარშან კი 11 თვეში თურქეთისგან საქართველომ იყიდა 157,200.51 ტონა 9 067.45 ათასი დოლარი დაუჯდა.

შემდეგ პოზიციაზეა ირანი, რომლისგანაც საქართველოში წელს შემოვიდა 27,326.90 ტონა  1,408.62 ათასი დოლარის ცემენტი. შარშან კი ირანული ცემენტის იმპორტი საქართველოში უტოლდებოდა 45,378.68 ტონას, რომლის ფულადი ღირებულება 2,432.93 ათას დოლარს გაუტოლდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system