თავში

საქართველოში თურქ ინვესტორთა წრე გაფართოვდება

საქართველოში თურქ ინვესტორთა წრე გაფართოვდება
საქართველოში თურქ ინვესტორთა წრე გაფართოვდება

საქართველოში თურქ ინვესტორთა წრე გაფართოება. ამის შესახებ პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, თურქეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელის, ბექა ოდიშარიასა და თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის საქართველოში, ფატმა ჯერენ იაზგანის შეხვედრისას გახდა ცნობილი.

მხარეებმა ისაუბრეს ორი ქვეყნის პარლამენტების მეგობრობის ჯგუფებს შორის თანამშრომლობაზე და საქართველოში დამატებითი თურქული ინვესტიციების მოზიდვის საკითხებზე. ბექა ოდიაშარიას თქმით, ელჩთან ერთად დაიგეგმა პირველი შეხვედრა, სადაც მეგობრობის ჯგუფის წევრები შეხვდებიან ყველა მსხვილ თურქ ინვესტორს, ვინც დღეს ქართულ ბაზარზე არიან იმისთვის, რომ მოხდეს, მათ შორის, ამ ინვესტორთა წრის გაფართოება.

„თურქული ინვესტიციები ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის. სწორედ, ამ მიმართულებაში მე ვხედავ ძალიან დიდ პერსპექტივას იმიტომ, რომ თურქეთი ერთ-ერთი რეგიონული ლიდერია, მათ შორის, თავისი ეკონომიკითაც და ამავე დროს, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია. ვაპირეთ დავგეგმოთ ჩვენი პარლამენტარების სტამბულში ვიზიტი“, - აღნიშნა პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ და თურქეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა, ბექა ოდიშარიამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system