თავში

საქართველოში ტვირთბრუნვა გაიზარდა

საქართველოში ტვირთბრუნვა გაიზარდა
საქართველოში ტვირთბრუნვა გაიზარდა

ეკონომიკის სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, იანვარ-ივლისში სატრანსპორტო დარგებით ჯამურად 22.2 მლნ ტონა ტვირთის გადაზიდვა განხორციელდა, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 0.6 მლნ ტონით აღემატება.

საანგარიშო პერიოდში, ტვირთბრუნვა გაიზარდა საავტომობილო ტრანსპორტისა და რკინიგზის ხარჯზე. კერძოდ, იანვარ-ივლისში რკინიგზით 6.3 მლნ ტონა ტვირთის გადაზიდვა განხორციელდა, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 0.4 მლნ ტონით აღემატება, საავტომობილი დარგებით ტვირთბრუნვა კი 0,1 მლნ ტონით გაიზარდა და პირველ შვიდ თვეში 15.8 მლნ ტონა შეადგინა.

მნიშვნელოვანი კლებაა, აღნიშნულ პერიოდში, სამოქალაქო ავიაციის მიმართულებით. იანვარ-ივლისში სამოქალაქო ავიაცია 8.8 მლნ ტონა ტვირთს მოემსახურა, მაშინ როცა ეს მაჩვენებელი გასულ წელს 13.7 მლნ ტონას შეადგენდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system