თავში

საქართველოსთვის ბიტუმის უმსხვილესი მომწოდებელი აზერბაიჯანი გახდა

საქართველოსთვის ბიტუმის უმსხვილესი მომწოდებელი აზერბაიჯანი გახდა
საქართველოსთვის ბიტუმის უმსხვილესი მომწოდებელი აზერბაიჯანი გახდა

სტატისტიკა აჩვენებს, რომ ბოლო 7 წლის განმავლობაში ირანული წარმოების ბიტუმის წილი საქართველოს ბაზარზე ყოველწლიურად იზრდებოდა: 2012 წელს ირანიდან 72 000 ტონა ბიტუმის იმპორტი განხორციელდა, 2019 წელს იმპორტის მოცულობა 146 000 ტონას გაუტოლდა, ღირებულებამ კი 49 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა. 2019 წელს საქართველოში თითქმის 170 000 ათასი ტონა იმპორტირებული ბიტუმიდან 86% სწორედ ირანზე მოდიოდა, 8% ერაყზე და 5,6% – აზერბაიჯანზე.

სიტუაცია ბიტუმის ბაზარზე კარდინალურად შეიცვალა 2020 წელს, როდესაც საქართველოს მთავრობამ ირანიდან ბიტუმის იმპორტი შეაჩერა. მეგზევეების ინფორმაციით, იმპორტის შეჩერება პანდემიის პირობებში დაწესებულ შეზღუდვებს უკავშირდება. როგორც რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში განმარტავენ, მთავრობის გადაწყვეტილება ირანული კომპანიებისთვის ამერიკის მიერ დაწესებულ სანქციებს უკავშირდება.

„ჩვენ, სახელმწიფოს გვაქვს ჩვენი რიგი პასუხისმგებლობები, რომ ჩვენ ამათუ იმ ქვეყნის მიმართ, ან ამა თუ იმ ქვეყნის მიერ დაწესებულ სანქციებს ვასრულებთ ისე, როგორც ჩვენს საერთაშორისო ვალდებულებებს შეეფერება“, - ამბობს ვიცე-პრემიერი მაია ცქიტიშვილი. 

შედეგად საქართველოს ბაზარზე ირანული ბიტუმი აზერბაიჯანულმა ჩაანაცვლა. 2020 წელს საქართველოში 128,7 ათასი ტონა ბიტუმის იმპორტი შემოვიდა, ბაზრის 60% -ზე მეტი -82 ათასი ტონა ბიტუმი აზერბაიჯანულია. აზერბაიჯანიდან საქართველოში შემოტანილი 82 199 ტონა ბიტუმის 91% „სოკარის“ წილია.

შარშან ერაყიდან 26 ათასი ტონა ბიტუმი შემოვიდა, რუსეთიდან 7 ათასი ტონა, თურქეთიდან 2 400 ტონა.

ირანიდან ბიტუმის იმპორტი წლიურ ჭრილში, 2019-2020 წლებში, 146 ათასი ტონიდან 9100 ტონამდე შემცირდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system