თავში

გაგრძელდება თუ არა სახელმწიფოსა და ანაკლიის კონსორციუმის ხმაურიანი თანამშრომლობა

სახელმწიფოსა და ანაკლიის კონსორციუმის ხმაურიანი თანამშრომლობა
გაგრძელდება თუ არა სახელმწიფოსა და ანაკლიის კონსორციუმის ხმაურიანი თანამშრომლობა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის, გუშინდელ გაფრთხილებას კონსორციუმიდან პასუხი აქამდე არ მოჰყოლია. დუმილს კომპანიაში ინვესტორებთან მოლაპარაკებებით ხსნიან.

სახელმწიფოსა და ანაკლიის განვითარების კონსორციუმის ხმაურიანი თანამშრომლობა კითხვის ნიშნის ქვეშაა. როგორც ვიცე-პრემიერმა, მაია ცქიტიშვილმა, განაცხადა, ინვესტორთან, რომელიც ვალდებულებებს ვერ ასრულებს, თანამშრომლობა უსასრულოდ ვერ გაგრძელდება.

ვალდებულების შესასრულებლად რამდენჯერმე გახანგრძლივებული ვადა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ 31 დეკემბერს ეწურება. 

„ყველა ვადას რაღაც დასასრული უნდა ჰქონდეს. უკვე ორი წლით გახანგრძლივდა ის ვადა, რომელიც ამ პროექტის განხორციელებისთვის იყო გამოყოფილი. იმის გათვალისწინებით, რომ ეს პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენ გვაქვს ის პასუხისმგებლობაც, რომ უსასრულოდ არ გაგრძელდეს თანამშრომლობა იმ ინვესტორთან, რომელსაც მისი ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით, სამწუხაროდ, სირთულეები აქვს“, - განაცხადა ცქიტიშვილმა.

ცნობისთვის, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა 2 წლის წინ, 2017  წლის დეკემბერში, დაიწყო. პორტში პირველი გემების მიღება 2020 წლის ბოლოსკენ იგეგმებოდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system