თავში

სახმელეთო საზღვრების სრულად გახსნა ჯერ არ იგეგმება

სახმელეთო საზღვრების სრულად გახსნა ჯერ არ იგეგმება
სახმელეთო საზღვრების სრულად გახსნა ჯერ არ იგეგმება

პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, სახმელეთო საზღვრების ფართოდ გახსნა ჯერ არ იგეგმება.

მთავრობის მეთაურმა განმარტა, რომ სახმელეთო საზღვრების გახსნასთან დაკავშირებით ხელისუფლება ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს ვერ მიიღებს.

„სახმელეთო საზღვრების გახსნასთან დაკავშირებით ჯერ ჩვენ ნაჩქარევ ნაბიჯებს ვერ და არ გადავდგამთ. სახმელეთო საზღვარზე მიმოსვლა საქართველოს მოქალაქებიისთვის, ისევე როგორც ყველაფერი, რაც დაკავშირებულია ტვირთების გადაზიდვასთან, არის აბსოლუტურად ყველანაირი შეფერხების გარეშე. უაღრესად დიდ კომფორტს ვუქმნით საერთაშორისო კომპანიებს, გადამზიდავ კომპანიებს. ვაკონტროლებთ თითოეული სატვირთო მანქანის მძღოლის ჯანმრთელობას სრული 72- საათიანი ციკლის განმავლობაში, როდესაც მათ უწევთ ქვეყანაში ყოფნა. კონტროლი საკმაოდ ეფექტურია მაგრამ, სახმელეთო საზღვრების ფართოდ გახსნას ჯერ არ ვგეგმავთ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system