თავში

საქმიან ეზოში მზის მიკროელექტროსადგური დამონტაჟდა

საქმიან ეზოში მზის მიკროელექტროსადგური დამონტაჟდა
საქმიან ეზოში მზის მიკროელექტროსადგური დამონტაჟდა

პროექტის - ტყის მდგრადი მართვის ხელშეწყობა სოფლის განვითარებისათვის (ADA-SFMRD) ფარგლებში, სოფელ ბოდორნას „საქმიან ეზოში“ მზის ავტონომიური მიკროელექტროსადგური დამონტაჟდა. 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, ეს ხელს შეუწყობს საქმიანობის ეფექტურად განხორციელებას, შეამცირებს გარემოზე უარყოფით ზემოქმედებას და დაზოგავს ფინანსურ რესურსებს.

პროექტს ახორციელებს CENN,  ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) ფინანსური მხარდაჭერით.

"პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს სოფლად სიღარიბის აღმოფხვრასა და საქართველოს მთავრობის მიერ, მდგრადი განვითარების მიზნების, ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილისა და საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში, მდგრადი „მწვანე“ განვითარების კუთხით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას. პროექტის მნიშვნელოვანი კომპონენტია მხარი დაუჭიროს სოფლად მცხოვრებ მოსახლეობას ტყის რესურსების მდგრადი გამოყენების, მათ შორის, სოფლად მდგრადი ენერგეტიკული გადაწყვეტილებების განვითარებას“, - განმარტავენ  გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში.

ცნობისთვის, გერმანიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, საქმიან ეზოებში ვიდეოკონტროლი იწყება.

ეროვნული სატყეო სააგენტო ხე-ტყის დამზადების პრაქტიკას ცვლის. სოციალური ჭრები ეტაპობრივად გაუქმდება, სააგენტო ორგანიზებულად განახორციელებს ხე-ტყის დამზადებას, დახარისხებასა და დასაწყობებას ე.წ. „საქმიან ეზოებში“. სამინისტროს განმარტებით, ცვლილება გაუადვილებს მოსახლეობას და კერძო სექტორს ხე-ტყის შეძენას და ტრანსპორტირებას მათთვის სასურველ პერიოდში.

„საქმიანი ეზოს“ მოწყობისთვის სამუშაოები უკვე დასრულებულია 13 ობიექტზე.

წლის ბოლომდე, ქვეყნის მასშტაბით, სულ 26 „საქმიანი ეზო“ მოეწყობა. შედეგად, მერქნული რესურსის დამზადების მიზნით, ტყითსარგებლობა განხორციელდება გაცილებით ეფექტიანად, შემცირდება უკანონო ჭრები და ტყეზე უარყოფითი გავლენა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system