თავში

საქორწინო კაბების შემდეგ "მარი-გოლდი" ყოველდღიური სამოსის ხაზს ამატებს

საქორწინო კაბების შემდეგ "მარი-გოლდი" ყოველდღიური სამოსის ხაზს ამატებს
საქორწინო კაბების შემდეგ მარი-გოლდი ყოველდღიური სამოსის ხაზს ამატებს

საქორწილო კაბების სალონი, შპს "მარი-გოლდმა" ცოტა ხნის წინ, ე.წ, "ქაჟუალ" ხაზი დაამატა. ყოველდღიური სამოსის საწარმოო ხაზს "მარი გოლდის" ბრენდქვეშ მისი შვილობილი კომპანია განავითარებს. როგორც Report.ge-ს კომპანიის დამფუძნებელმა თამარ ნადირაძემ უთხრა, ყოველდღიური სამოსის ხაზს მისი შვილი გაუძღვება. ესკიზები შექმნილია, მოდელებიც დამზადებულია და "მარი-გოლდის" ყველა მაღაზიაშია წარმოდგენილი. მხოლოდ ფორმალური დეტალების შესრულებაღაა საჭირო და ხაზი გაყიდვებში ჩაეშვება. როგორც თამარ ნადირაძე ამბობს, პირველ ეტაპზე კომპანია ქალის ყოველდღიურ ხაზს გამოუშვებს, თუმცა მოგვიანებით დაგეგმილია ბავშვის და მამაკაცის ხაზის ამოქმედებაც.

"ეს იქნება პრაქტიკულობასა და ხარისხზე გათვლილი ხაზი, რომელიც აუცილებლად გახდება მოთხოვნადი," - განუცხადა Report.ge -ს ნადირაძემ.

რაც შეეხება საქორწინო კაბების ხაზს, კომპანია ამ სეგმენტში რჩება და აგრძელებს მომხმარებლის მომსახურებას ამ მიმართულებით. კამპანია "ჩაიცვი ქართულის" ინიციატორი კომპანია "მარი-გოლდი" ქართული ეროვნული სამოსის ტრადიციული თარგების შენარჩუნებას და მათ გათანამედროვებასაც ცდილობს.

"ჩვენი ძირითადი ხაზი კვლავ საქორწინო კაბებია. ძლიერი ოჯახი ძლიერი სახელმწიფოა. მიხარია რომ ვდგავართ იქ,სადაც ძლიერი ოჯახები იქმნება და ამაში მცირედი წვლილი ჩვენც შეგვაქვს. გვაქვს ახალი ხაზიც, ესაა ქართული ტრადიციული სამოსი. ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ ქართული სამოსი ესაა ჩვენი ისტორია, ესაა ჩვენი კულტურა და ვცდილობთ, განსაკუთრებული სიფრთხილით ვიმუშაოთ ამ მიმართულებით. იმისთვის, რომ ქართული სამოსის მნიშვნელობა მსოფლიოსთვის გაგვეცნო გავემგზავრეთ სტრასბურგში. კლებრის მოედანზე ყველა კუთხის ქართული სამოსის კოლექცია გამოვფინეთ. დიდი გამოხმაურება და ინტერესი გამოიწვია. ბევრმა იცოდა ჩვენი ქვეყნის არსებობა, ბევრი იქვე გუგლავდა," - განუცხადა Report.ge - ს "მარი-გოლდის" საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა თეა გუნთაიშვილმა.

"მომხმარებელი კარგად ხვდება როგორც აქ ისე საზღვარგარეთ. დავიწყეთ ქართული ხაზის ადაპტირება სადღესასწაულო სამოსში. შევქმენით "ბრენდბუქი". ესაა ერთ წიგნში თავმოყრილი ჩვენი ტრადიციული სამოსის ფოტოები, რომლებსაც თან ახლავს ანოტაცია ქართულ და ინგლისურ ენებზე.კარგი იქნება, თუ სახელმწიფო მეტად შეგვიწყობს ხელს ვაკეთოთ ქართული ბიზნესის და ამით მოვახდინოთ ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაცია და სწორი იმიჯირება მთელ მსოფლიოში. მაგალითად ძალიან ხშირად იმართება ღვინის გამოფენები სხვადასხვა ქვეყანაში. "მარი-გოლდს" გამზადებული აქვს ეს კოლექცია. არაფერს არ ვითხოვთ. ერთად დავაპოზიციონეროთ ღვინო და ტრადიციული სამოსი. ორივე საქართველოს ისტორიის განუყოფელი ნაწილია. ეს გათანამედროვებული ქართული სამოსი ხაზი გემოვნებიანად იფუთება ღვინოსთან. ამ ფორმით ქვეყნის პოზიციონერობა ტურისტებში ცნობადობის ზრდაზეც აქტიურად იმუშავებს," - განუცხადა Report.ge - ს თეა გუნთაიშვილმა.

ცნობისთვის, "მარი-გოლდი" ქართულ ბაზარზე 20 წელია არსებობს. როგორც კომპანიაში გვითხრეს, ბრენდი მომხმარებლის ყველა სეგმენტზე მორგებას ცდილობს. საფასო პოლიტიკას კომპანია ადგენს როგორც მაღალი, ისე საშუალო და დაბალი სეგმენტისთვის.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system