თავში

საკრებულომ დედაქალაქის ბიუჯეტი დაამტკიცა

საკრებულომ დედაქალაქის ბიუჯეტი დაამტკიცა
საკრებულომ დედაქალაქის ბიუჯეტი დაამტკიცა

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დედაქალაქის 2021 წლის ბიუჯეტის პროექტი დაამტკიცა. ბიუჯეტს მხარი 34-მადეპუტატმა დაუჭირა, 2 კი წინააღმდეგ წავიდა.

დედაქალაქის ვიცე მერის, ირაკლი ხმალაძის განცხადებით, 2021 წლის ბიუჯეტი 1.1 მილიარდი ლარით განისაზღვრება.

ცნობისთვის, ბიუჯეტის მესამედი, 33% მიმართული იქნება სოციალური და ჯანდაცვის პროექტების დასაფინანსებლად.

თბილისის მერი ამბობს, რომ 2021 წლის მთავარი საფინანსო დოკუმენტი მორგებულია პანდემიის შედეგად არსებულ გამოწვევებს.

რაც შეეხება ინფრასტრუქტურის ნაწილს, ინფრასტრუქტურული პროექტების მიმართულებით მერია ბიუჯეტიდან 356 მილიონი ლარის დახარჯვას აპირებს.

დედაქალაქის მთავარი საფინანსო დოკუმენტი თბილისის მერმა კახა კალაძემ წარადგინა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system