თავში

სამუშაო ადგილებზე გარდაცვლილთა 2019 წლის სტატისტიკა

სამუშაო ადგილებზე გარდაცვლილთა 2019 წლის სტატისტიკა
სამუშაო ადგილებზე გარდაცვლილთა 2019 წლის სტატისტიკა

სამუშაო ადგილებზე გარდაცვალებათა რაოდენობა 2019 წელს 35%-ით შემცირდა   - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ ბარკალაიამ, სამინისტროს 2019 წლის ანგარიშის პრეზენტაციაზე განაცხადა და დასძინა მდგომარეობის გამოსასწორებლად შრომის ინსპექციის მანდატი კიდევ უფრო გაძლიერდება.

მისი თქმით, უსაფრთხოებაზე ბოლო ექვსი თვის განმავლობაში 12 000-ზე მეტი ინსპექტირება ჩატარდა.

„ სამუშაო ადგილებზე შრომის პირობების უსაფრთხოება არის ძირითადი მანდატი, ასევე ტრეფიკინგის შემთხვევების იდენტიფიცირება სამუშაო ადგილებზე, შესაბამისი რეაგირება და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შრომის უსაფრთხოების მონიტორინგი პანდემიის პერიოდში. ამ პერიოდში ეტაპობრივად იზრდება ინსპექტირებების რაოდენობა. 2019 წელს დაახლოებით 900-მდე ინსპექტირება იყო შრომის უსაფრთხოების მიმართულებით იყო, ხოლო 12 000 - მეტი ინსპექტირება ბოლო 6 თვის განმავლობაში ჩატარდა. 2019 წელს ძალიან კარგი შედეგი დაიდო, სადაც 35%-ით შემცირდა გარდაცვალებათა რაოდენობა სამუშაო ადგილებზე, ჩვენი მიზანია კიდევ უფრო მეტად გავაძლიეროთ ჩვენი პრევენციული ზომები და დამსაქმებელთან თანამშრომლობა იმისათვის, რომ მაქსიმალურად შევამციროთ გარდაცვალებები და უბედური შემთხვევები სამუშაო ადგილებზე. შესაბამისად, ხდებოდა რეკომენდაციების შემუშავება და იმ მანდატის გაძლიერება, რაც შრომის ინსპექციას დღეს გააჩნია“, - განაცხადა ბარკალაიამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system