თავში

სამუშაო დროის აღრიცხვის ვალდებულება გადამზიდავ კომპნიების დამატებით სიძნელეებს უქმნის

სამუშაო დროის აღრიცხვის ვალდებულება გადამზიდავ კომპნიები
სამუშაო დროის აღრიცხვის ვალდებულება გადამზიდავ კომპნიების დამატებით სიძნელეებს უქმნის

1 მარტიდან ახალი შრომის კოდექსის საფუძველზე საქართველოში მოქმედ ყველა კომპანიას, თანამშრომლების მიერ შესრულებული სამუშაო საათების ზუსტი აღრიცხვა ევალება.ახალი ბიუროკრატიული ვალდებულების შესახებ საკანონმდებლო მაცნეში უკვე გამოქვეყნდა. ჯანმრთელობის დაცვის და შრომის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის ბრძანებით, განისაზღვრა "ტაბელის" ცხრილი, სადაც კომპანიის დასაქმებულების მიერ შესრულებული სამუშაო საათები და მათი გაცდენები უნდა აღირიცხოს.ამ ანგარიშფაქტურების შევსების ვალდებულება კომპანიებს ყოველთვიურად ექნებათ, თანაც კომპანიებმა ამ სიების არქივი 1 წლის ვადით უნდა შეინახონ. „ტაბელის“ ცხრილი 'გრაფა 11" ითვალისწინებს ღამის პერიოდში 22 00 დან 6 00 მდე ნამუშევარი საათების ცალკე გამოყოფას და აღწერას. სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის პრეზიდენტი, პაატა ცაგარეიშვილი გვეუბნება, რომ ახალი ვალდებულება საერთაშორისო გადაზიდვებში ჩართული კომპნიებისათვის დამატებით სიძნელესთან იქნება დაკავშირებული, რადგანაც ამ კატეგორიის კომპნიებისათვის არ არის ზუსტად განსაზღვრული, რა პერიოდია არასამუშაო.

"როგორ წარმოგიდგენიათ, საერთაშორისო გადაზიდვებში, კანონით გათვალიწინებული ზენორმიული დროის აღრიხვის ვალებულების შესრულება? ან როდესაც ბორტზე ტახოგრაფი არსებობს რა აუცილებლობას წარმოადგენს ზენორმიული დროის აღრიცხვა? ან ვინ განსაღვრა საერთაშორისო გადაზიდვებში ჩართული მძროლებისათვის დროის რომელი პერიოდია "ზენორმიული?" - ეს კითხვები აქვს პაატა ცაგარეიშვილს და დასძენს, რომ კანონის მიზანი თანამშრომლის მიერ შესრულებული ზეგანაკვეთური სამუშაოს აღრიცხვაა, თუმცა ეს რეგულაცია ბიზნესის იმ სეგმენტისათვის, რომელიც ახორციელებს საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვებს, სადაც მათი მუშაობის განრიგი, უმეტეს შემთხვევაში დამოკიდებულია კლიმატურ პირობებზე ან საბაჟო ორგანოების გამართულ მუშაობაზე, ნაკლებად აქტუალურია. მისივე მტკიცებით, ზენორმიული გადასახადის დაკისრება დამქირავებლისთვის უსამართლობაა. 

"დამატებით გაუგებრობას იწვევს კანონის მოთხოვნის შესრულება იმ შპს ებისათვის, რომელთა სატრანსპორტო საშუალებები საერთაშორისო გადაზიდვებშია ჩართული. ხოლო მათი მძღოლებისათვის, მოქმედეს - „მძღოლების დასვენების რეჟიმების საერთაშორისო კონვენცია“. რაც ითვალისწინებს მძღოლების დასვენებების და მოძრაობის შესახებ ინფორმაციის ბორტზე განლაგებულ ამთვლელ დანადგარზე 24 საათიან რეჯიმში ჩაწერას, ხოლო ჩანაწერები შემდგომ, კომპანიის ოფისში ინახება. იმ პირობებში, როცა ეკონომიკა პრაქტიკულად გაჩერებულია, რამდენად არის დღეს ამ კანინის არსრულება აქტუალური და აუცილებელი და რამდენად შეასრულებს ყველა კომპანია ამ რეგულაციას? დაზუსტებით შემიძლია ვთქვა, რომ საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვებში ჩართული კომპანიები, რომლებიც ძირითადად ღამის საათებში მუშაობენ, კანონის ამ მოთხოვნას ვერ შეასრულებენ," - ამბობს ცაგარეიშვილი. 

შეგახსენებთ, ცნობილია, რომ კომპანიებს დასაქმებულთა სამუშაო საათების აღრიცხვა დაევალათ. 1 მარტიდან ახალი შრომის კოდექსის საფუძველზე საქართველოში მოქმედ ყველა დამსაქმებელს თანამშრომლების მიერ შესრულებული სამუშაო საათების ზუსტი აღრიცხვა ევალება. ამ ანგარიშფაქტურების შევსების ვალდებულება დამსაქმებლებს ყოველთვიურად ექნებათ, თანაც კომპანიებმა ამ სიების არქივი 1 წლის ვადით უნდა შეინახონ. მაღაზიების დიდმა ნაწილმა ამ ვალდებულების შესასრულებლად მომზადება ვერ მოასწრო.  ბიზნესის სამართლის ექსპერტები კი განმარტავებ, რომ ბიზნესი დასაქმებულთა სამუშაო საათების აღრიცხვისას რიგ პრობლემებს აწყდება.მათი მტკიცებით, ახალი რეგულაციით ბიზნესის ნაწილი ან ჩრდილში გადაინაცვლებს ან შრომის რეგულაციის პირობებში საქმიანობას ვერ გააგრძელებს, განსაკუთრებით მომსახურების სეგმენტში. იურისტები ფიქრობენ, რომ დაწესებული საკანონმდებლო ნორმა კომპანიებისთვის დამატებითი ხარჯია, რასაც ბევრი შეიძლება ვერ გაუმკლავდეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system