თავში

სანამდე შეიძლება გაგრძელდეს ლარის გამყარების პროცესი

სანამდე შეიძლება გაგრძელდეს ლარის გამყარების პროცესი
სანამდე შეიძლება გაგრძელდეს ლარის გამყარების პროცესი

სპეციალისტები ფიქრობენ, რომ ლარის კურსი დაახლოებით 1 კვირის განმავლობაში შეინარჩუნებს სტაბილურობას, სანამ ეკონომიკაში აქტიურობა მეტნაკლებად გაიზრდება. ანალიტიკოს ნიკა შენგელიას აზრით, შეზღუდვების მოხსნის ფონზე, გაძლიერდება ლარზე წნეხი, რაც სავარაუდოდ ეროვნული ვალუტის გაუფასურებას  გამოიწვევს. შენგელია ვარაუდობს, რომ კურსი, შესაძლოა, 3,35-3,36 დიაპაზონში შენარჩუნდეს მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში.

,,პროგნოზი გვქონდა, რომ კურსი გამყარებისკენ დაიწყებდა სვლას და ასეც მოხდა, ლარს ახლაც აქეთკენ აქვს გეზი აღებული და ისევ დაიწყებს გაუფასურებას. კარგი იქნება, რომ ტენდენცია შემარჩუნდეს გაჩერებულ ნიშნულზეა, თუმცა სამშაბათ-ოთხსაბათიდან ანუ დაახლოებით ერთ კვირაში გაუფასურებას გააგრძელებს. ამ ეტაპზე ლარის გამყარება მოთხოვნის შემცირებას უკავშირდება. ხალხს არ აქვს ფული, რომ დარგობრივი მომსახურება და პროდუქცია შეიძინოს. ყველაფერი ეს კურსზე მოქმედებს. როგორც კი ეკონომიკა დაიწყებს გაზრდას, რაც მოსალოდნელია შეზღუდვების მოხნის ფონზე, სავალუტო კურსზეც შესაბამისად აისახება, გაიზრდება ლარზე წნეხი. 3,40-ის ფარგლებშია ლარის ახალი წონასწორობის ნიშნული, დაახლოებით ამ დიაპაზონში იმოძრავებს კურსი ზაფხულის განმავლობაში. ჯერჯერობით კი 3,35-3,36-ეც შეიძლება გამყარდეს", - ამბობს ნიკა შენგელია report.ge-თან.

მისი თქმით,  ნებისმიერი შემსუბუქება და აქტივობა, რომელიც ტურიზმის ზრდასთან არის დაკავშირებული, პოზიტიურად აისახება ლარის კურსზე. თუ გავითვალისწინებთ ეკონომიკური აღდგენის ტემპს, რომელიც ბოლო პერიოდში იმაზე უკეთესია, ვიდრე ვარაუდი იყო და იმ ვითარებას, რაც ტურიზმის გახსნის პერსპექტივასთანდ დაკავშირებით არსებობს.

პროფესორ მიხეილ თოქმაზიშვილის შეფასებით, ლარის გამყარების პროცესი დიდხანს ვერ გასტანს, ხოლო გრძელვადიან პერსექტივაში ინტერვენციები ერთადერთი საიმედო საშუალებაა, რამაც ლარი ზედმეტი გაუფასურებისგან უნდა იხსნას. 

,,2020 წლის განმავლობაში სებ-ი აქტიურად მიმართავდა ინტერვენციებს და ეს აისახებოდა კიდეც კურსზე. ლარი ამ ით მეტნაკლებად დაიცვა ზედმეტი გაუფასურებისგან, რაც ეკონომიკური პროცესების გავლენით იყო მოსალოდნელი.  სავარაუდოდ, ზომების მირება კიდევ მოუწევს, რათა გაცვლითი კურსი შედარებით სტაბილურ დონეზე შენარჩუნდეს.   ეკონომიკაში დიდი პრობლემაა, რისი ზემოქმედებაც ლარზე უაღრესად ნეგატიურია და ასეთ სიტუაციაში ინტერვენციების საჭიროება ყოველთვის გვექნება", - აცხადებს report.ge-თან თოქმაზიშვილი.

ცნობისთვის, ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი სავალუტო გაცვლითი კურსით, გუშინ 1 ამერიკული დოლარი 3.3899 ლარი ღირდა. 1 ევრო - 4.1411 ლარი.

ამ მომენტისთვის Bloomberg-ზე 1 დოლარი 3.3745 ლარად ივაჭრება.

სებ-მა წელს ინტერვენციების სახით უკვე 250 მლნ დოლარი გაყიდა, გასულ წელს კი 916 მლნ დოლარი შეუშვა შიდასავალუტო ბაზარზე. კობა გვენეტაძის თქმით, ეროვნული ბანკის ამოცანა არაა ლარის კურსის მართვა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system