თავში

სანავთობო ბიტუმის იმპორტი შემცირებულია

სანავთობო ბიტუმის იმპორტი შემცირებულია
სანავთობო ბიტუმის იმპორტი შემცირებულია

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, 2020 წლის ოქტომბრის თვეში საქართველოში სანავთობო ბიტუმის იმპორტმა შეადგინა 14,6 ათასი ტონა, რაც 3,0 ათასი ტონით ანუ 17,0%-ით ნაკლებია სექტემბრის თვის მაჩვენებელთან (17,6 ათასი ტონა) შედარებით და 5,2 ათასი ტონით ანუ 26,3%-ით - გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (19,8 ათასი ტონა) შედარებით. 

აქედან იმპორტის 78,8% (11,5 ათასი ტონა) განხორციელდა აზერბაიჯანის რესპუბლიკიდან, 19,9% (2,9 ათასი ტონა) - ერაყიდან, 1,4% (0,2 ათასი ტონა) - თურქეთიდან.

მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბრის თვეების განმავლობაში სანავთობო ბიტუმის იმპორტმა შეადგინა 105,1 ათასი ტონა, რაც 45,2 ათასი ტონით ანუ 30,1%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (150,3 ათასი ტონა) შედარებით. აქედან იმპორტის 62,5% (65,7 ათასი ტონა) მოდის აზერბაიჯანზე. შემდეგ მოდიან: ერაყი - 23,9% (25,1 ათასი ტონა), ირანის ისლამური რესპუბლიკა - 7,2% (7,6 ათასი ტონა), რუსეთი - 3,0% (3,2 ათასი ტონა), თურქეთი - 2,1% (2,2 ათასი ტონა), სომხეთი - 0,9% (0,9 ათასი ტონა), გაერთიანებული ემირატები - 0,2% (0,2 ათასი ტონა); ალბანეთი - 0,2% (0,2 ათასი ტონა) .

შემცირებულია საავიაციო ნავთის იმპორტიც. 

"საავიაციო ნავთისა და სანავთობო ბიტუმის კლება განპირობებულია COVID-19-ის პანდემიიდან გამომდინარე. კერძოდ, საავიაციო ნავთის იმპორტის კლება დაკავშირებულია საჰაერო მიმოსვლის მნიშვნელოვან კლებასთან. რაც შეეხება სანავთობო ბიტუმის იმპორტის შემცირებას, გამოწვეულია იმით, რომ ბოლო რამოდენიმე თვის განმავლობაში აღარ ხდება პროდუქტის იმპორტი ირანის ისლამური რესპუბლიკიდან, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში სანავთობო ბიტუმის ძირითადი მომწოდებელი ქვეყანა გახლდათ",-განმარტავენ ბიზნესგაერთიანებაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system