თავში

საყოფაცხოვრებო საჭიროების საქონელი და მომსახურება გაძვირდა

საყოფაცხოვრებო საჭიროების საქონელი და მომსახურება გაძვირდა
საყოფაცხოვრებო საჭიროების საქონელი და მომსახურება გაძვირდა

სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ინფლაციის მაჩვენებელი განაახლა, რომლის თანახმად, 2020 წლის აგვისტოში საქართველოში ფასების საერთო დონე 4.8%-ით გაიზარდა.

ავეჯის, საოჯახო ნივთებისა და სახლის მოვლის ჯგუფში ფასები გაიზარდა 9.7 პროცენტით, რაც 0.58 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. 

ფასები გაზრდილია ქვეჯგუფებზე: გამათბობელი და საჭმლის მოსამზადებელი მოწყობილობა, მაცივრები, საყინულეები, სარეცხი მანქანები და სხვა საყოფაცხოვრებო საგნები, დაყენებისა და რემონტის ჩათვლით (11.3 პროცენტი), მინის ჭურჭელი, მაგიდის და საოჯახო ჭურჭელი (9.5 პროცენტი), ყოველდღიური საყოფაცხოვრებო საჭიროების საქონელი და მომსახურება (9.1 პროცენტი).

გაძვირებულია თამბაქო და ალკოჰოლური სასმელები, ხოლო სურსათზე ფასებმა 9.2%-ით მოიმატა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system