თავში

საწვავის გაყიდვები 20-30%-ით გაიზარდა - Exclusive

საწვავის გაყიდვები 20-30%-ით გაიზარდა - Exclusive
საწვავის გაყიდვები 20-30%-ით გაიზარდა - Exclusive

მიმდინარე წლის აპრილთან და მაისთან შედარებით, ივნისში საწვავის რეალიზაციამ 20-30%-ით მოიმატა. ამის შესახებ report.ge-ს "სოკარ ჯორჯია პეტროლიუმში" განუცხადეს.

სპეციალისტები საწვავის მოხმარების ზრდას პირდაპირ უკავშირებენ ეკონომიკის გახსნას. ასე ფიქრობს "სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის" დირექტორიც ლევან გიორგაძეც.

საწვავის გაყიდვების მაჩვენებლის თვალშისაცემი ზრდის მიუხედავად, კომპანიის დირექტორი ამბობს, რომ წლიურ ჭრილში ეკონომიკური აქტივობა და, შესაბამისად, საწვავის რეალიზაციაც შემცირებულია, რაც ლევან გიორგაძეს ბუნებრივად მიაჩნია, რადგან, მისი განმარტებით, კორონავირუსის პრევენციისთვის შემოღებული რეგულაციების გამო ბიზნესოპერატორების ნაწილი ჯერ კიდევ დისტანციურ რეჟიმით მუშაობს. საწვავზე მოთხოვნის კლება, წინა წელთან შედარებით, გიორგაძემ ტურიზმის განულებითაც ახსნა.

"აპრილთან და მაისთან შედარებით, ივნისში საწვავის რეალიზაციამ 20-30%-ით მოიმატა, მაინც შემცირებულია აქტივობა წინა წლებთან შედარებით. ეს არ არის გასაკვირი, ოფისები ჯერ კიდევ დისტანციურ რეჟიმზე მუშაობენ და, არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ ფაქტობრივად ნულამდეა ტურისტული აქტივობა," - განუცხადა report.ge-ს "სოკარ ჯორჯია პეტროლიუმის" დირექტორმა ლევან გიორგაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system