თავში

საწვავის სტანდარტის დამრღვევს შეიძლება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისროს

საწვავის სტანდარტის დამრღვევს შეიძლება სისხლის სამართლის
საწვავის სტანდარტის დამრღვევს შეიძლება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისროს

პარლამენტის გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი საწვავის ხარისხის რეგულირების კანონდებლობის გამკაცრებაზე მუშაობს.

კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანი ამბობს, რომ რეგულაციები იქნება გაცილებით მკაცრი, ვიდრე ახლა არის.

დეპუტატის თქმით, ჯერ კანონპროექტი დაწერილი არ არის, თუმცა მიმდინარეობს მუშაობა ყველა დაინტერესებულ მხარესთან და გარემოს დაცვის კომიტეტი შეეცდება, მისი ინიცირება უახლოეს მომავალში მოხდეს.

"ვფიქრობთ, რომ კანონის დარღვევაზე სისხლის სამართლებრივი დევნა დავიწყოთ. ამჟამად ჯარიმის ოდენობა 8 ათასი ლარია და შესაძლოა ეს საკმარისი არ იყოს. შესაძლოა, რეალიზატორს არ აქვს ინტერესი გააუმჯობესოს საწვავის ხარისხი, რადგან შეუძლია ჯარიმა გადაიხადოს. ესაა თაობების წინაშე დანაშაული, როცა ბიზნესი აკეთებს ფულს და წამლავს თაობებს. ასე რომ, ამ მხრივ უპრეცედენტოდ მკაცრები ვიქნევით, - ამბობს წილოსანი.

შეგახსენებთ, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა მთელი საქართველოს მასშტაბით საავტომობილო ბენზინისა და დიზელის საწვავის შესაბამისობის დადგენის მიზნით ჩაატარა კვლევა, რომლის თანახმად, სულ აღებულია 92 ერთეული სინჯი, მათგან 49 ერთეული საავტომობილო ბენზინის სინჯიდან 18-ში დაფიქსირებულია ოქტანური რიცხვის მაჩვენებელი, ასევე, 43 ერთეული დიზელის საწვავის სინჯიდან 14 სინჯში გოგირდის შემცველობა ვერ აკმაყოფილებდა საქართველოს მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებულ ნორმებს, უფრო მეტიც 2-ჯერ და 4-ჯერ აჭარბებდა დაშვებულ რაოდენობას, კერძოდ, ნაცვლად დაშვებული 50 მგ/კგ ფიქსირდება 211 მგ/კგ.

შეგახსენებთ, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ნავთობის, ნავთობპროდუქტებისა და გაზის კომიტეტის ხელმძღვანელის შავლეგ მიშველაძე ჯერ კიდევ მიმდინარე წლის 15 ივნისს აცხადებდა, რომ საწვავის ხარისხის მოქმედ სტანდარტებთან შეუსაბამობა საქართველოში კვლავ ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system