თავში

სავალუტო რყევების გავლენა საგარეო ვალის მომსახურებაზე

სავალუტო რყევების გავლენა საგარეო ვალის მომსახურებაზე
სავალუტო რყევების გავლენა საგარეო ვალის მომსახურებაზე

სავალუტო რყევების გამო საგარეო ვალის მომსახურების ხარჯი ასეულ მილიონობით ლარით იზრდება. როგორც აუდიტის სამსახურის ანგარიშიდან ირკვევა, ცვალებად საპროცენტო განაკვეთში აღებული სესხი უფრო მეტად ზრდის საგარეო ვალის მომსახურების ხარჯების მერყეობის რისკს.

როგორც აკადემიკოსი ავთო სილაგაძე report.ge-თან განმარტავს, სავალუტო შემოდინებების შემცირების ფონზე ხარჯი მომავალშიც საგრძნობლად მოიმატებს, რაც საბოლოო ჯამში ბიუჯეტს აზარალებს.

,,როგორც წესი, საქართველოს ბიუჯეტი გარკვეული პარამეტრით არის შედგენილი დოლართან, მაგრამ კურსი მნიშვნელოვნად შეიცვალა და ამან გამოიწვია მეტი თანხის მოთხოვნა ვალის გასასტუმრებლად. ცხადია, კურსის სწრაფი, ზოგ შემთხვევაში, ნახტომისებრი ცვლილება ბიუჯეტს სერიოზულ რისკს უქმნის. მით უმეტეს, გასათვალისწინებელია, რომ ბიუჯეტის დაგეგმვისას ლარის 3,20-იანი ნიშნული გათვალისწინებული არ იყო,  ამიტომ ვალის სესხის მომსახურებისთვის მეტი რესურსის მობილიზება გახდა საჭირო. სამწუხაროდ, კურსის ცვალებადობა მრავალმხრივ ქმნის პრობლემას, მაგრამ როცა საქმე მილიარდობით ვალის დაფარვას ეხება, ეროვნულ ვალუტეაში მთავრობას მეტი თანხის მობილიზება უწევს. ჩვენ რომ სავალუტო შემოსავლები გვქონდეს, მნიშვნელოვანი ცვლილება არ იქნება, მაგრამ  რიგი ობიექტური მიზეზის გამო ამ შესაძლებლობას ჯერჯერობით მოკლებული ვართ. სანამ კურსის არ დასტაბილურდება, მუდმივად ეს პრობლემა გვექნება", - განმარტავს აკადემიკოსი.

აუდიტის ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2019 წელს მთავრობის ვალის პორტფელის ზრდის, ლარის გაუფასურებისა და საპროცენტო განაკვეთების ცვლილების შედეგად 2018 წელთან შედარებით, ჯამურად 386.6 მლნ ლარით გაიზარდა სახელმწიფო ვალის მომსახურებისა და დაფარვის ხარჯები როგორც საგარეო, ასევე საშინაო სესხებზე და 2,901 მლნ ლარი შეადგინა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system