თავში

შაქარი გაძვირდა

შაქარი გაძვირდა
შაქარი გაძვირდა

6.7%-ითაა მომატებული FAO-ს შაქრის ფასების ინდექსი.

ამის შესახებ აღნიშნულია გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის, FAO-ს ფასების ინდექსის აგვისტოს თვის მონაცმებში.

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის განმარტებით, შაქრის გაძვირებას ხელი შეუწყო შაქრის ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ მწარმოებელ ქვეყანაში, ტაილანდში და ასევე ევროკავშირში, წარმოების შეფერხებამ და ჩინეთის მხრიდან პროდუქტზე გაზრდილმა მოთხოვნამ.

შაქრის საერთასორისო ფასი ორი თვეა მზარდ ტენდენციას ინარჩუნებს, შაქარი მსოფლიო ბაზრებზე ივლისშიც გაძვირდა.

ცნობისთვის, მთელ მსოფლიოში, შაქრის მსგავსად, გაძვირებულია ზეთიც, ხოლო ფასი შენარჩუნდა რძის პროდუქტებსა და ხორცზე.

შეგახსენებთ, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის, FAO-ს ფასების ინდექსი, რომელიც სამომხმარებლო კალათის 5 ძირითადი პროდუქტის (რძე, მარცვლეული, მცენარეული ზეთი, შაქარი, ხორცი) საერთაშორისო ფასების ცვალებადობას ასახავს, აგვისტოში 2.0%-ით გაიზარდა და 96.1 ქულა შეადგინა, რაც 2019 წლის ამავე პერიოდის ნიშნულს 7%-ით აღემატება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system