თავში

შარშან ყველაზე მეტი კარტოფილი საქართველომ აზერბაიჯანსა და რუსეთში დააექსპორტა

შარშან ყველაზე მეტი კარტოფილი საქართველომ აზერბაიჯანსა და რუსეთში
შარშან ყველაზე მეტი კარტოფილი საქართველომ აზერბაიჯანსა და რუსეთში დააექსპორტა

2020 წელს საქართველოდან 0701 სასაქონლო-საბაჟო კოდით 4,252.61 ტონა ახალი ან შეყინული კარტოფილი გაიყიდა, რომლიდანაც ქვეყანამ 1,072.04 ათასი დოლარის შემოსავალი მიიღო. წლიურ ჭრილში საქართველოდან კარტოფილის ექსპორტი გაზრდილია 317.70 ტონით.

ექსპორტის აბსოლუტური უმრავლესობა ადგილობრივ ექსპორტზე მოდის, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველომ სხვა ქვეყნებს მიაწოდა არა სხვა ქვეყებიდან ტრანზიტულად შემოსული კარტოფილი, არამედ საქართველოში მოყვანილი პროდუქტი.

კარტოფილის ექსპორტის ძირითადი ნაწილი აზერბაიჯანსა და რუსეთში გავიდა.

აზერბაიჯანში საქართველოდან გასულ წელს ექსპორტზე გაიტანა 319.06 ათასი დოლარის 2,130.48 ტონა  კარტოფილი. შარშანდელთან შედარებით, მონაცემი მნიშვნელოვნადაა შემცირებული. 2019 წელს საქართველომ აზერბაიჯანში გაყიდა 573.86 ათასი დოლარის 3,212.35 ტონა ახალი ან შეყინული კარტოფილი.

რაც შეეხება, საქართველოსთვის კარტოფილის ექსპორტისთვის სიდიდით მეორე უმსხვილეს ბაზარს, რუსეთს, შარშან საქართველომ რუსეთში გაყიდა 1,663.59 ტონა კარტოფილი, თუმცა ამაში მან აზერბაიჯანში დაექსპორტებულ კარტოფილთან შედარებით, თითქმის ორჯერ მეტი 669.14 ათასი დოლარის შემოსავალი მიიღო. წლიურ ჭრილში მონაცემი მნიშვნელოვნადაა გაზრდილი. 2019 წელს რუსეთში საქართველომ დააექსპორტა 23.5 ათასი დოლარის 57.3 ტონა კარტოფილი.

როგორც ხედავთ, შარშან საქართველოდან კარტოფილი რაოდენობრივად უფრო მეტი აზერბაიჯანში გაიყიდა, თუმცა ექსპორტით შემოსავალი უფრო მეტი ქვეყანამ რუსეთში გატანილი კარტოფილიდან მიიღო.  report.ge-ი მიზეზით დაინტერესდა და, როგორც საქსტატში აგვიხსნეს, ამის მიზეზი კარტოფილის ხარისხში უნდა იყოს. როგორც ჩანს, რუსეთში დაექსპორტა შედარებით მაღალი ხარისხის კარტოფილი, რომლის ღირებულება ბევრად მეტი იყო.

შარშან საქართველომ კარტოფილი ჯამში 17 ქვეყანას მიაწოდა. 

შეგახსენებთ, საქართველოში შარშან  კარტოფილის უხვი მოსავალი იყო, თუმცა ფასი მცირე. 

ცნობისთვის, ქართული კარტოფილით არაბები დაინტერესდნენ.

მეკარტოფილეობის სისტემური განვითარების ახალ ეტაპზე გადასასვლელად კარტოფილის საერთაშორისო ცენტრი (CIP) ახალ ინიციატივას იწყებს და საქართველოს კარტოფილის ფორუმის შექმნას გეგმავს, რაც ხელს შეუწყობს ქვეყანაში კარტოფილის სექტორის გაძლიერებას და საჭირო ინსტიტუციური ცვლილებების განხორციელებას, რაც კარტოფილის მინდვრიდან ბაზარზე გატანას უზრუნველყოფს.

კარტოფილის მოსავლიანობის ზრდაში საქართველოს USAID-იც ეხმარება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system