თავში

შარშან ტურიზმიდან შემოსავლები 1.4 პროცენტით გაიზარდა

შარშან ტურიზმიდან შემოსავლები 1.4 პროცენტით გაიზარდა
შარშან ტურიზმიდან შემოსავლები 1.4 პროცენტით გაიზარდა

საქართველოს ეროვნული ბანკის წინასწარი მონაცემებით, 2019 წელს ტურიზმიდან შემოსავალი, წინა წელთან შედარებით, 1.4 პროცენტით გაიზარდა და 3 მილიარდ 268 მილიონ დოლარი შეადგინა, მაშინ როცა, 2018 წელს აღნიშნული მაჩვენებელი 3 მილიარდ 222 მილიონ დოლარს შეადგენდა.

ბანკის ინფორმაციით, მოსკოვის ავიასანქციების ამოქმედების შემდეგ, ივლისი-სექტემბერში მაჩვენებლის კლება ფიქსირდებოდა. ტურიზმიდან შემოსავლების ზრდა ოქტომბრიდან განახლდა.

ცნობისთვის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ წლის ტურისტული კუთხით შეჯამებისას განაცხადა, რომ 2019 წელი საკმაოდ კარგი და შედეგიანი იყო, რადგან ქვეყანაში დაფიქსირდა მაღალი ეკონომიკური ზრდა, რომლის ერთ-ერთი მდგენელიც ტურისტული ინდუსტრიაა.

მინისტრის თქმით, ყველა გამოწვევის მიუხედავად, მიმდინარე წელს საერთაშორისო მოგზაურების რეკორდულ რაოდენობას - 9 300 0000 ადამიანს ვუმასპინძლეთ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system